ნიმენრიქსი (Nimenrix)
MenACWY - მენინგოკოკური კონიუგირებული ვაქცინა ACWY სეროგრუპებისთვის.
ვაქცინა წარმოებულია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდებით - შეიცავს მენინგოკოკის ჯგუფების A, C, W და Y პოლისაქარიდულ ანტიგენებს, რომლებიც მიბმულია ცილოვან მატრიქსზე იმუნური სისტემის მეტად გასაძლიერებლად.
ნიმენრიქსი არ შეიცავს ცოცხალ მიკროორგანიზმებს, წარმოებულია ლიოფილიზირებული ფხვნილისა და გამხსნელის სახით, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შენახვის სტაბილურობასა და მის ეფექტიანობას.
ვაქცინა ინახება 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე და არ საჭიროებს გაყინვას; წარმოდგენილია წინასწარ შევსებულ შპრიცებში, რაც ამარტივებს ინექციის პროცესს და უზრუნველყოფს ზუსტ დოზირებას.