ორი პროექციით ჩატარებული გამოკვლევა ექიმს აწვდის ფართო და მრავალმხრივ ინფორმაციას წიაღების კონტურების, მოცულობისა და სტრუქტურული თავისებურებების შესახებ.
ამ მიდგომის გამოყენება ზრდის მონაცემთა სიზუსტეს და ამცირებს სივრცითი გადაფარვის რისკს, რაც ხელს უწყობს არსებული ანატომიური თავისებურებების უკეთ აღქმას.
პარანაზალური სინუსების/ წიაღების რენტგენოლოგიური გამოკვლევა (2 პროექცია) სწრაფად შესრულებადი პროცედურაა, მისი უპირატესობა უსაფრთხოება და არაინვაზიურობაა, ხასიათდება მაღალი ინფორმატიულობით, რაც განაპირობებს მის ფართო გამოყენებას როგორც საწყის დიაგნოსტირებაში, ასევე შემდგომი მონიტორინგის პროცესში.