ამ გამოკვლევის ფარგლებში ფასდება მენჯის ძვლების სტრუქტურა, სიმეტრიულობა, კონფიგურაცია და ურთიერთთავსებადობა.
მსგავსი დეტალური ანალიზი ექიმს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს მენჯის არეში არსებული ცვლილებები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელი სხეულის მოძრაობის ფუნქციონირებასა და სტაბილურ მდგომარეობაზე.
გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძვლზე სპეციალისტი აანალიზებს მენჯის ანატომიურ თავისებურებებს. აღნიშნული კი აუცილებელია როგორც მდგომარეობის საწყისი დიაგნოსტირებისთვის, ისე შემდგომი კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მენჯის რენტგენოლოგიური გამოკვლევა გამოირჩევა მაღალი ინფორმატიულობით, უსაფრთხოებითა და სიზუსტით, რაც განაპირობებს მის ფართოდ გამოყენებას როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ გარემოში.