განსხვავებით სტანდარტული რენტგენოლოგიური კვლევებისა, რომლებიც ტარდება სტატიკურ პოზიციაში, აღნიშნული გამოკვლევა ითვალისწინებს კისრის სხვადასხვა მდგომარეობაში (მაგალითად, მოხრა და გამართვა) გადაღებულ გამოსახულებებს, რა დროსაც შესაძლებელია ხერხემლის კისრის არის სტრუქტურული ცვლილებების და არასწორი პოზიციონირების აღმოჩენა.
მრავალპროფილური გამოსახულება იძლევა სრულ სურათს კისრის მოძრაობისას ხერხემლის პოზიციის ცვლილებაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფუნქციური დარღვევების იდენტიფიცირებისთვის.
აღნიშნული კვლევა ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტირების ეტაპზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მკურნალობის დაგეგმვასა თუ მიმდინარეობის შეფასებაში, ასევე ქირურგიული ჩარევების ან თერაპიის შედეგების მონიტორინგში.