კვლევა აერთიანებს სამი ტიპის სისტემას - B-mode-ს, დოპლერის მეთოდსა და ფერადი დოპლერის მეთოდს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია რამდენიმე სისხლძარღვოვან სისტემაზე ერთდოულად მოქმედი რთული პათო-ფიზიოლოგიური პროცესების გამოვლენა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური დარღვევები, ქრონიკული დაავადებები ან აქვთ ვასკულარული პათოლოგიების ისტორია.
სამი სისტემის ერთდროული შეფასება ექიმს აძლევს შესაძლებლობას, შეადაროს და გააანალიზოს სხვადასხვა უბნის სისხლძარღვების მდგომარეობა, მათ შორის:
ასევე, კვლევა ტარდება მაშინ, როდესაც საჭიროა პათოლოგიური ცვლილებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ან დინამიკაში მათი შეფასება.
სისხლძარღვების დუპლექსსკანირება 3 სისტემით ზრდის დიაგნოსტიკური პროცედურის სიზუსტეს, ხელს უწყობს პათოლოგიის გავრცელების მასშტაბის შეფასებას, რისკის ფაქტორების იდენტიფიკაციას, რაც თავის მხრივ, აუმჯობესებს პაციენტის მკურნალობის პროცესს.
საერთო ჯამში, სისხლძარღვების დუპლექსსკანირება 3 სისტემით განიხილება, როგორც თანამედროვე ვასკულარული მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სრულყოფილი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი.