Logo

ᲔᲥᲡᲢᲠᲐᲙᲠᲐᲜᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲘᲡᲮᲚᲫᲐᲠᲦᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲣᲞᲚᲔᲥᲡᲡᲙᲐᲜᲘᲠᲔᲑᲐ

შიდა კოდი: 320-00003

₾100

ექსტრაკრანიალური სისხლძარღვების დუპლექსსკანირება წარმოადგენს ულტრაბგერით დიაგნოსტიკურ გამოკვლევას, რომელიც გამოიყენება თავის ტვინამდე მიმავალი არტერიების ანატომიური და ჰემოდინამიკური მახასიათებლების შესაფასებლად.

საძილე (კაროტიდული) და ხერხემლის (ვერტებრალური) არტერიები უზრუნველყოფენ თავის ტვინის სისხლით მომარაგებას და მნიშვნელოვანია შემდეგი მდგომარეობების შესაფასებლად:

  • სისხლძარღვების სტრუქტურა;
  • სისხლის ნაკადის სიჩქარე;
  • ცერებროვასკულარული დაავადებების პრევენცია და მართვა;
  • შესაძლო პათოლოგიური მდგომარეობები.

გამოკვლევის სიზუსტე და არაინვაზიურობა განაპირობებს პაციენტისთვის მინიმალური დისკომფორტს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული და პროგრესირებადი სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მართვისას.

ექსტრაკრანიალური სისხლძარღვების დუპლექსსკანირების მეშვეობით მიღებული მონაცემები ხშირად განსაზღვრავს შემდგომი კლინიკური ნაბიჯების მიმართულებას, მათ შორის - თერაპიული მიდგომების შერჩევას ან საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას. იგი წარმოადგენს თავის ტვინის სისხლძარღვოვანი სისტემის შეფასების ერთ-ერთ ყველაზე ინფორმაციულ და ეფექტურ მეთოდს.