Logo

ᲖᲔᲛᲝ ᲙᲘᲓᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲡᲮᲚᲫᲐᲠᲦᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲣᲞᲚᲔᲥᲡᲡᲙᲐᲜᲘᲠᲔᲑᲐ

შიდა კოდი: 320-00001

₾100

ზემო კიდურების სისხლძარღვების დუპლექსსკანირება წარმოადგენს არაინვაზიურ და უსაფრთხო კვლევას, რომელიც გამოიყენება ზედა კიდურების არტერიებისა და ვენების ანატომიური და ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად.

გამოკვლევის მიზანია, შეაფასოს სისხლძარღვების კედლის სტრუქტურა, სისხლის ნაკადის სიჩქარე და მიმართულება, ასევე, გამოავლინოს კიდურების ჰემოდინამიკაზე მოქმედი ისეთი პათოლოგიური პროცესები, როგორიცაა:

  • სისხლძარღვების შევიწროება;
  • სისხლის ნაკადის მიმოქცევის დაბრკოლება;
  • თრომბოზი;
  • სხვა ტიპის სისხლძარღვოვანი ცვლილებები.

აღნიშნულის შესაბამისად, გამოკვლევა ექიმს აწვდის მნიშვნელოვან კლინიკურ ინფორმაციას სისხლძარღვების კედლების მდგომარეობის, სისხლის ნაკადის უწყვეტობისა და გადანაწილების შესახებ.

ზემო კიდურების სისხლძარღვების დუპლექსსკანირება ითვლება თანამედროვე ვასკულარული მედიცინის მნიშვნელოვან კომპონენტად, წარმოადგენს ეფექტურ დიაგნოსტიკურ მეთოდს როგორც ვენური, ასევე არტერიული პათოლოგიების მონიტორინგის დროს და უზრუნველყოფს დეტალურ ანალიზს ზედა კიდურების სისხლძარღვოვანი სისტემის შესახებ.