ბოლო განახლება: 1 თვის წინ
ბოლო განახლება: 18/11/2025
მოცემული დოკუმენტით გაგაცნობთ იმ წესებსა და პირობებს, რომლის მიხედვითაც შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“ (ს/ნ: 204888461, შემდგომში „ციტო“) დაამუშავებს სასწავლო კურსზე/კონფერენციაზე რეგისტრირებული პირის პერსონალურ მონაცემებს.
„ციტო“ კურსზე/კონფერენციაზე რეგისტრირებული პირის მონაცემებს ამუშავებს შემდეგი მიზნებით:
წინამდებარე წესები და პირობები ვრცელდება როგორც კანდიდატებზე, რომლებიც გაივლიან პირველად რეგისტრაციას „ციტო“ ვებ-გვერდზე, ასევე იმ პირებზე, რომელთა მონაცემებიც „ციტოს“ გადაეცემა სხვა ონლაინ პლატფორმების (მაგალითად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მეშვეობით.
„ციტო“ კურსზე/კონფერენციაზე რეგისტრირებული პირის მონაცემებს ამუშავებს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, გაცემული თანხმობის, ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
„ციტო“ კურსზე/კონფერენციაზე რეგისტრირებული პირის მონაცემებს ამუშავებს იმ ვადით, რაც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნების მისაღწევად - გაცემული თანხმობის მოქმედების ვადით ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი ვადით.
„ციტო“ კურსზე/კონფერენციაზე რეგისტრირებული პირის მონაცემებს ამუშავებს საქართველოს და ევროკავშირის ტერიტორიაზე - „ციტოს“ ვებ-გვერდისა და რეგისტრაციის პლატფორმის ჰოსტინგი განთავსებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
გერმანია წარმოადგენს იმ იურისდიქციას, რომელიც შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება №23).
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა გადაცემა მოხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით, არ წამოადგენს ე.წ. „თეთრი სიის“ (White list) ქვეყანას, მონაცემთა დაცვის გარანტიებს „ციტო“ უზრუნველყოფს.
„ციტო“, როგორც ტექნიკური, ასევე ორგანიზაციული მეთოდების გამოყენებით, დაიცავს მონაცემთა უსაფრთხოებას (მაგალითად, ისეთი ფორმით, როგორიცაა წვდომის უფლებების განსაზღვრა, დაშვებების შეზღუდვა, გადაცემის არხების დაცვა, ქსელის სეგმენტაცია და სხვა).
„ციტოს“ მიერ სასწავლო კურსზე/კონფერენციაზე რეგისტრირებული პირის შესახებ დამუშავებული მონაცემები, გარდა „ციტოს“ პერსონალისა, შესაძლოა, გაზიარდეს/გადაეცეს მესამე პირებს, მათ შორის და არა მხოლოდ:
მას შემდეგ, რაც სასწავლო კურსზე/კონფერენციაზე რეგისტრირებული პირის მონაცემების დამუშავების მიზნები მიიღწევა ან/და ამოიწურება მათი დამუშავებისთვის დადგენილი ვადა, მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან შეინახება დეპერსონალიზებული ფორმით (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა).
გაცნობებთ, რომ რიგ შემთხვევებში, მიუხედავად სასწავლო კურსზე/კონფერენციაზე რეგისტრირებული პირის მიერ გამოხმობილი/გაუქმებული თანხმობისა, შესაძლოა, კანონმდებლობამ დაავალდებულოს „ციტო“, რომ მან გააგრძელოს მონაცემთა დამუშავება.
რეგისტრირებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სასწავლო კურსზე/კონფერენციაზე შესაძლოა მიმდინარეობდეს ფოტო/ვიდეო გადაღება:
სასწავლო კურსზე/კონფერენციაზე რეგისტრირებულ პირს შეუძლია ნებისმიერ დროს:
მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ;
მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება;
გააუქმოს/გამოითხოვოს თანხმობა მისი მონაცემების დამუშავების შესახებ (გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად თანხმობის გაუქმებისა, შესაძლოა, „ციტო“, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული იყოს გააგრძელოს მონაცემთა დამუშავება);
თუ ჩათვლის, რომ „ციტოში“ დაირღვა მისი უფლებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხში, დასაბუთებულად გაასაჩივროს აღნიშნული, რისთვისაც უნდა მიმართოს „ციტოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარი ჯამაგიძეს:
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00
გთხოვთ, განცხადებაში დააფიქსიროთ: