ბოლო განახლება: 3 თვის წინ
ბოლო განახლება: 18/11/2025
წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ რა არის Cookie ფაილები, როგორ და რა მიზნით ვიყენებთ მას cito.ge-ზე, რა ტიპის Cookie-ები ფუნქციონირებს ჩვენს ვებ-გვერდზე, რა ვადით ვამუშავებთ და როგორ შეგიძლიათ მათი მართვა.
Cookies არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომელიც ინახება თქვენს მოწყობილობაში (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ტაბლეტი), რაც საშუალებას გვაძლევს, ამოვიცნოთ თქვენი ყოველი შემოსვლა ვებ-გვერდზე.
Cookie ფაილები უნიკალურია თითოეული „ბრაუზერისთვის“ და გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
ზოგიერთი Cookie ფაილი მკაცრად აუცილებელია ვებ-გვერდის ფუნქციონირებისთვის და არ საჭიროებს თქვენს თანხმობას. ყველა სხვა სახის Cookie გამოიყენება მხოლოდ თქვენი მკაფიო თანხმობის საფუძველზე, Cookie ბანერის მეშვეობით.
ჩვენ ვიყენებთ შემდეგი კატეგორიის Cookie ფაილებს:
ეს ფაილები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის ძირითადი ფუნქციონალის გასააქტიურებლად - მათ გარეშე ვებ-გვერდი გამართულად ვერ იმუშავებს.
ამ ფაილების დამუშავება ხდება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, რათა უზრუნველვყოთ ვებ-გვერდის უსაფრთხოება და ფუნქციონირება. ისინი არ ინახავენ პერსონალურ ინფორმაციას და იშლება „ბრაუზერის“ დახურვისთანავე.
გაითვალისწინეთ: ამ ტიპის Cookie ფაილების გამორთვა შეუძლებელია.
ეს ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ვებ-გვერდს, რათა გავაუმჯობესოთ სტრუქტურა, შინაარსი და მუშაობის ხარისხი.
ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ს აგრეგირებული სტატისტიკური ანალიზისთვის, რომელმაც შეიძლება დაამუშაოს ისეთი ონლაინ იდენტიფიკატორები, როგორიცაა მოწყობილობის ინფორმაცია და „ბრაუზერის“ მახასიათებლები.
ამ ტიპის Cookie ფაილების დამუშავებაზე თანხმობა შეგიძლიათ მონიშნოთ Cookie ბანერის მეშვეობით - თუ თანხმობას არ განაცხადებთ, ისინი არ გააქტიურდება.
ანალიტიკურ Cookie ფაილებს უზრუნველყოფს Google LLC, რომელმაც შესაძლოა მონაცემები დაამუშაოს ანონიმიზირებულად, IP მისამართების იდენტიფიკაციის გარეშე ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სხვა იურისდიქციებში. მონაცემთა გადაცემისას გამოიყენება სტანდარტული საკონტროლო დებულებები და სხვა შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, რათა დაცული იყოს თქვენი მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
Google-ის მიერ მონაცემთა დამუშავების შესახებ დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია Google-ის კონფიდენციალურობის დოკუმენტაციაში.
| ფაილის ტიპი | პროვაიდერი | მიზანი | შენახვის ვადა |
|---|---|---|---|
| მკაცრად აუცილებელი Cookie ფაილები | cito.ge | ვებ-გვერდის ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა | მხოლოდ სესიის განმავლობაში (იშლება „ბრაუზერის“ დახურვისას) |
| ანალიტიკური / დამატებითი Cookie ფაილები | Google Analytics | აგრეგირებულ ფორმატში გამოყენების სტატისტიკა ვებ-გვერდის ეფექტურობის ანალიზისთვის | 24 თვემდე |
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მართოთ Cookie პარამეტრები და განსაზღვროთ, რომელი ტიპის Cookie-ებზე გასცემთ თანხმობას და რომელზე - არა. ასევე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ გაცემული თანხმობა ვებ-გვერდზე არსებული სწრაფი ბმულების სივრციდან.
პარამეტრების მართვა შესაძლებელია:
Cookie ფაილების პოლიტიკა შესაძლოა პერიოდულად განახლდეს - ცვლილებების შემთხვევაში, განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, განახლების თარიღის მითითებით.
Cookie ფაილების გამოყენებასთან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: