ბოლო განახლება: 3 თვის წინ
ბოლო განახლება: 18/11/2025
მოცემული დოკუმენტით გაგაცნობთ იმ წესებსა და პირობებს, რომლის მიხედვითაც შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“ (ს/ნ: 204888461, შემდგომში „ციტო“) დაამუშავებს დასაქმების კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებს.
„ციტო“ ამუშავებს დასაქმების კანდიდატთა მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
წინამდებარე წესები და პირობები ვრცელდება როგორც კანდიდატებზე, რომლებიც „ციტოს“ უშუალოდ წარუდგენენ განაცხადს, ასევე იმ პირებზე, ვისი მონაცემებიც „ციტოს“ მიეწოდება დასაქმების სააგენტოების (მესამე პირების) მეშვეობით.
„ციტო“ დასაქმების კანდიდატის მონაცემებს ამუშავებს:
„ციტო“ დასაქმების კანდიდატის მონაცემებს ამუშავებს იმ ვადით, რაც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნების მისაღწევად - დასაქმების კანდიდატის მიერ გაცემული თანხმობის მოქმედების ვადით ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი ვადით.
„ციტო“, როგორც ტექნიკური, ასევე ორგანიზაციული მეთოდების გამოყენებით, დაიცავს მონაცემთა უსაფრთხოებას (მაგალითად, ისეთი ფორმით, როგორიცაა წვდომის უფლებების განსაზღვრა, დაშვებების შეზღუდვა, ფსევდონიმიზაცია).
„ციტოს“ მიერ დამუშავებული მონაცემები დასაქმების კანდიდატის შესახებ, გარდა „ციტოს“ პერსონალისა, შესაძლებელია გაზიარდეს/გადაეცეს მესამე პირებს, მათ შორის და არა მხოლოდ:
„ციტო“ დასაქმების კანდიდატის მონაცემებს ამუშავებს საქართველოს და ევროკავშირის ტერიტორიაზე - „ციტოს“ ვებ-გვერდისა და რეგისტრაციის პლატფორმის ჰოსტინგი განთავსებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
გერმანია წარმოადგენს იმ იურისდიქციას, რომელიც შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება №23).
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა გადაცემა მოხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით, არ წამოადგენს ე.წ. „თეთრი სიის“ (White list) ქვეყანას, მონაცემთა დაცვის გარანტიებს „ციტო“ უზრუნველყოფს.
მას შემდეგ, რაც დასაქმების კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზნები მიიღწევა ან/და ამოიწურება მათი დამუშავებისთვის დადგენილი ვადა, მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან შეინახება დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა.
გაცნობებთ, რომ რიგ შემთხვევებში, მიუხედავად დასაქმების კანდიდატის მიერ გამოხმობილი/გაუქმებული თანხმობისა, შესაძლოა, კანონმდებლობამ დაავალდებულოს „ციტო“, რომ მან გააგრძელოს მონაცემთა დამუშავება.
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია დასაქმების კანდიდატის უფლებების შესახებ.
დასაქმების კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:
მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე;
მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება;
გააუქმოს/გამოითხოვოს გაცემული თანხმობა;
თუ ჩათვლის, რომ „ციტოში“ დაირღვა მისი უფლებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხში, დასაბუთებულად გაასაჩივროს აღნიშნული, რისთვისაც უნდა მიმართოს „ციტოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარი ჯამაგიძეს:
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00
გთხოვთ, განცხადებაში დააფიქსიროთ: