Logo

ᲗᲘᲜᲐᲗᲘᲜ ᲜᲐᲓᲘᲠᲐᲫᲔ

თინათინ ნადირაძე's Profile Picture

თინათინ ნადირაძე

ნევროლოგი

ექიმი თინათინ ნადირაძე არის ბავშვთა ნევროლოგი, რომელსაც აქვს ფართო კლინიკური და აკადემიური გამოცდილება. დასრულებული აქვს კლინიკური ფელოუშიფები საუთჰემპტონის უნივერსიტეტის კლინიკაში, დიდი ბრიტანეთი (2024, ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოების – EPNS ეგიდით) და მოტოლის უნივერსიტეტის კლინიკაში, პრაღა (2023, ევროპის ნევროლოგიური აკადემიის – AEN ეგიდით). იგი ფლობს BCBA სერტიფიკატს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2021–2023). დასრულებული აქვს ბავშვთა ნევროლოგიის რეზიდენტურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (2017–2021). 2021 წლიდან ექიმი თინათინ ნადირაძე მუშაობს მოწვეულ ლექტორად და ბავშვთა ნევროლოგად გ. ჟვანიას სახელობის აკადემიურ პედიატრიულ კლინიკაში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხოლო 2018 წლიდან არის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის მთავარი ლაბორანტი. იგი აქტიური წევრია რამდენიმე პროფესიულ საზოგადოებაში, მათ შორის: ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოება (EPNS), ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებების აკადემია (EANS), ევროპის ნევროლოგიური აკადემია (EAN) და პარკინსონისა და მოძრაობითი დარღვევების საზოგადოება (MDS).

ᲩᲐᲜᲘᲨᲜᲔᲗ ᲖᲐᲠᲘ

სამუშაო საათები:

ᲮᲣᲗᲨᲐᲑᲐᲗᲘ:15:00 - 19:00

განათლება და ტრენინგი:

კლინიკური ფელოუშიფი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის კლინიკა, დიდი ბრიტანეთი – 2024 (EPNS, პროფესორ ბრიჯიტ ვოლმერი)

დოქტორანტურა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 2021–დღემდე

კლინიკური ფელოუშიფი, მოტოლის უნივერსიტეტის კლინიკა, პრაღა – 2023 (AEN)

BCBA, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2021–2023

რეზიდენტურა, ბავშვთა ნევროლოგია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 2017–2021

მედიცინის დიპლომი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 2011–2017

პროფესიული წევრობა:

ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოება (EPNS)

ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებების აკადემია (EANS)

ევროპის ნევროლოგიური აკადემია (EAN)

პარკინსონისა და მოძრაობითი დარღვევების საზოგადოება (MDS)

სამუშაო გამოცდილება:

მოწვეული ლექტორი, ბავშვთა ნევროლოგია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა – 2021–დღემდე

ბავშვთა ნევროლოგი, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა – 2021–დღემდე

მთავარი ლაბორანტი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 2018–დღემდე

მომსახურება

მომსახურების ჩამონათვალი

I ვიზიტი204-51001
ვიზიტის ფარგლებში, ექიმის მიერ შეფასდება პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი, მათ შორის კოორდინაციის, მეტყველებისა და მეხსიერების მდგომარეობა; შედგება დამატებითი გამოკვლევებისა და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტოზურ თერაპიას ან ფიზიოთერაპიას.
₾80