Logo

ᲗᲔᲝᲜᲐ ᲨᲐᲗᲘᲠᲘᲨᲕᲘᲚᲘ

თეონა შათირიშვილი's Profile Picture

თეონა შათირიშვილი

ბავშვთა ნევროლოგი

მედიცინის დოქტორი, პროფესორი , ბავშვთა ნევროლოგი თეონა შათირიშვილი აქტიურად მოღვაწეობს როგორც კლინიკურ, ასევე აკადემიურ სფეროში. მისი პროფესიული გზა მრავალფეროვან საერთაშორისო გამოცდილებას მოიცავს — სხვადასხვა ქვეყანაში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრენინგები, მონაწილეობა მიუღია არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში და პროფესიულ სემინარებში. დოქტორი თეონა შათირიშვილი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ასოციაციის წევრი, ავტორი სამეცნიერო პუბლიკაციების და მონაწილე კლინიკური კვლევების ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულებით. 2009 წლიდან დღემდე- ბავშვთა ნევროლოგი იაშვილის ცენტრალური ბავშვთა საავადმყოფო 2024 წლიდან - ბავშვთა ნევროლოგი, სამედიცინო ცენტრი “ციტო”.

ᲩᲐᲜᲘᲨᲜᲔᲗ ᲖᲐᲠᲘ

სამუშაო საათები:

ᲝᲗᲮᲨᲐᲑᲐᲗᲘ:16:00 - 19:00

განათლება და პროფესიული ტრენინგი:

  • 2006 წ პირველი სამხრეთ კავკასიური სიმპოზიუმი თემაზე „ლიზოსომური დაგროვების დარღვევები: იშვიათი გენეტიკური დაავადებების მქონე პაციენტების დახმარება“ . თბილისი, საქართველო.;
  • 2008 წ. კლინიკური ეპილეპტოლოგიის პირველი კავკასიური რეგიონალური ზაფხულის სკოლა. ცახკადორი, სომხეთი.
  • 2009 წ. ეპილეფსიის მე-3 ბალტიის ზღვის ზაფხულის სკოლა. გერმანია, კილი.
  • 2010 წ. ბალტიის ზღვის მე-4 ზაფხულის სკოლა ეპილეფსიის შესახებ,
  • 2010 წ. სტაჟირება დანიის ეპილეფსიის ცენტრში, დანია.
  • 2011 წ. ეპილეფსიის 29-ე საერთაშორისო კონგრესი. იტალია, რომი.
  • 2011 წ. ეპილეფსიის მე-5 ბალტიის ზღვის ზაფხულის სკოლა. პოლონეთი, სოპოტი
  • 2013 წ. მე-10 საერთაშორისო სამედიცინო დიპლომისშემდგომი კონფერენცია ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა.
  • 2013 წ. ეილათის მე-5 საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსი: ეპილეფსიის ფარმაკოლოგიური მკურნალობა, ისრაელი.
  • 2013 წ. სტაჟირება ნეიროფიზიოლოგიის განყოფილებაში, კილის უნივერსიტეტის საავადმყოფო. კილი, გერმანია.
  • 2009-2013 წწ. პედიატრიული ნევროლოგიის დისტანციური სწავლების კურსი, ბრიტანეთის პედიატრიული ნევროლოგიის ასოციაცია (BPNA).
  • 2014 წ. ეპილეპტოლოგიის მე-11 ევროპული კონგრესი. სტოკჰოლმი, შვედეთი.
  • 2016 წ. წამლის მიმართ რეზისტენტული ეპილეფსიის მე-3 საერთაშორისო რეზიდენტული კურსი. ტალიაკოცო (AQ), იტალია
  • 2016 წ. ჯანმო-ს ევროპის რეგიონული შეხვედრა ვაქცინის უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის უკუჩვენებების შესახებ. ვენა, ავსტრია.
  • 2016 წ. ზალცბურგის სამედიცინო სემინარები ბავშვთა ნევროლოგიაში. ზალცბურგი, ავსტრია.
  • 2017 წ. სან სერვოლოს საერთაშორისო კურსი: კლინიკურ ეპილეპტოლოგიასთან დამაკავშირებელი საფუძვლები ვენეცია, იტალია.
  • 2018 წ. ILAE ვირტუალური ეპილეფსიის აკადემიის (VIREPA) დისტანციური საგანმანათლებლო პროგრამა.
  • 2019 წ. ბავშვთა ნევროლოგიის სასწავლო კურსი (EPNS) ესპანეთი, ალიკანტე
  • 2019 წ. ვაქცინის უსაფრთხოება (ჯანმო-ს ვაქცინის უსაფრთხოების თანამშრომლობის ცენტრი) ესპანეთი, სანტიაგო დე კომპოსტელა.
  • 2020 წ. მწვავე დემიელინიზური დარღვევების მკურნალობა. ვირტუალური სასწავლო ლექცია.
  • 2021 წ. ზურგის ტვინის კუნთოვანი ატროფია მიუნხენში, ვირტუალური სწავლების ლექცია.
  • 2021 წ. მწვავე და ქრონიკული პოლინეიროპათიების მკურნალობა ვირტუალური სასწავლო ლექცია
  • 2021 წ. პრეხტლის ზოგადი მოძრაობის შეფასების სასწავლო კურსი
  • 2022 წ. პრეცეპტორაცია: iMOTION ცენტრი
  • 2023 წ. პედიატრიული ნევროლოგიის სასწავლო კურსი (EPNS) რიგა
  • 2023 წ. Treat NMD Expert-ის მასტერკლასების კვირეული ამსტერდამი
  • 2023 წ. პრეცეპტორული სტაჟირება ალ ჯალილას ბავშვთა საავადმყოფოში (დუბაი)

პროფესიული გამოცდილება:

  • იაშვილის ცენტრალური ბავშვთა საავადმყოფო- ელექტროფიზიოლოგიის განყოფილება- ბავშვტა ნევროლოგი;
  • იაშვილის ცენტრალური ბავშვთა საავადმყოფო-ნეირომეცნიერების დეპარტამენტი- ბავშვთა ნევროლოგი
  • ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი- ასოცირებული პროფესორი
  • სამედიცინო ცენტრი „ციტო“- ბავშვტა ნევროლოგი

წევრობა:

  • საქართველოს ბავშვთა ნევროლოგებისა და ნეიროქირურგების ასოციაცია;
  • ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოება;
  • საქართველოს ლიგა ეპილეფსიის წინააღმდეგ

სერტიფიკატები:

  • 2019 წ. ნეიროფიზიოლოგიის/ელექტროენცეფალოგრაფიის სერტიფიკატი საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • 2015 წ. პედიატრიული ნევროლოგიის დოქტორის ხარისხი დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • 2013 წ . ბრიტანული სერტიფიკატი პედიატრიულ ნევროლოგიაში ბრიტანეთის პედიატრიული ნევროლოგიის ასოციაცია
  • 2009 წ. სახელმწიფო სერტიფიკატი ბავშვთა ნევროლოგიაში,საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

პუბლიკაციები:

  • პოტენციურად ნაწილობრივ განკურნებადი, ულტრაიშვიათი ნეიროგანვითარების დარღვევა ფსორიაზის ფორმის დერმატიტით, ალოპეციით და პოლიდაქტილიით; ზურგის კუნთოვანი ალტროფიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სტრატეგია;
  • ბავშვთა ინსულტის შედეგი: ფუნქციური შედეგის შედარება მოდიფიცირებული რანკინის შკალით ნევროლოგიურ შედეგთან პედიატრიული ინსულტის შედეგის საზომით;
  • ბავშვებში არტერიული იშემიური ინსულტის ნევროლოგიური შედეგის პროგნოზირების ფაქტორები;
  • კრუნჩხვითი სტატუსის ეპილეფსიის მკურნალობა ბავშვებში;
  • ბავშვებში კრუნჩხვითი სტატუსის ეპილეფსიის მართვის მოკლევადიანი შედეგები და ძირითადი ბარიერები;
  • ეტიოლოგია, როგორც კრუნჩხვითი სტატუსის ეპილეფსიის შემდეგ ავადობის პროგნოზირების ფაქტორი;
  • კრუნჩხვითი სტატუსის ეპილეფსიის მკურნალობის გავლენა ბავშვებში ;
  • კრუნჩხვითი სტატუსის ეპილეფსიის ხანმოკლე შედეგი;
  • 1ტვინის არტერიოვენური მალფორმაცია;
  • მეტაქრომატული ლეიკოდისტროფია;
  • X-შეკავშირებული ადრენოლეკოდისტროფია;
  • მიტოქონდრიული დარღვევები;
  • თანდაყოლილი მიოპათიები.

მომსახურება

მომსახურების ჩამონათვალი

I ვიზიტი204-48001
ვიზიტის ფარგლებში, ექიმის მიერ შეფასდება პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი, მათ შორის კოორდინაციის, მეტყველებისა და მეხსიერების მდგომარეობა; შედგება დამატებითი გამოკვლევებისა და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტოზურ თერაპიას ან ფიზიოთერაპიას.
₾120