
ენდოკრინოლოგი
თეონა ნუცუბიძე - სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ექიმი ენდოკრინოლოგი, სიმსუქნის მართვის სპეციალისტი. იგი გახლავთ მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მრავალი სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი. თეონა ნუცუბიძე არის სამედიცინო/სამეცნიერო საზოგადოების წევრი. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში, იკვლევს ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიმართულებებს ტრანსლაციური მედიცინის ფარგლებში. თეონა ნუცუბიძე არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი და სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სერტიფიკატი.
პროფესიული გამოცდილება
2025 - სამედიცინო ცენტრი "ციტო"-ექიმი ენდოკრინოლოგი, სიმსუქნის სპეციალისტი 2022 წლიდან დღემდე - ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი, პროფესორის ასისტენტი 2022 წლიდან დღემდე - ექიმი ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი — თბილისი, საქართველო 2022 წლიდან დღემდე - დოქტორანტი (ტრანსლაციური მედიცინა), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განათლება
2016 წ. მედიცინის დოქტორი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ▪ წარჩინებული სტუდენტის სრული სახელმწიფო სტიპენდია ▪ უნივერსიტეტის სტიპენდია (2014) ▪ საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია (2015–2016)
2022 წ. ექიმი ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ▪ პროფ. ვახტანგ ჩაჩიბაიას სახელობის სრული სტიპენდია
2022 წ. დოქტორანტი (ტრანსლაციური მედიცინა), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კლინიკური კვლევები
2018–2021:რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი ფაზის II კვლევა ფილგოტინიბის მოქმედება სპერმის პარამეტრებზე მამაკაცებში აქტიური რევმატოიდული ართრიტით, ფსორიაზული ართრიტით, მაანკილოზებელი სპონდილიტით ან არარადიოგრაფიული ღერძული სპონდილოართრიტით.
2023–2024:ორმაგად ბრმა, რანდომიზებული, პლაცებოზე კონტროლირებადი ფაზის IIb კვლევა ნოურსოდეოქსიქოლის მჟავას ტაბლეტების ეფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტებში არაალკოჰოლური სტეატოჰეპატოზით (NASH).
მომსახურების ჩამონათვალი