Logo

ᲔᲙᲐ ᲜᲐᲮᲣᲪᲠᲘᲨᲕᲘᲚᲘ

ეკა ნახუცრიშვილი's Profile Picture

ეკა ნახუცრიშვილი

ბავშვთა რევმატოლოგი

ბავშვთა რევმატოლოგი ექიმი ეკა ნახუცრიშვილი - დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინისა და ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგიის რეზიდენტურა. იგი არის გამოცდილი ლექტორი, კოორდინატორი და ინსტრუქტორი პედიატრიული მედიცინის პროგრამებში, სპეციალიზაციით პოსტ-COVID აუტოიმუნური და რევმატული გამოვლინებების, ბავშვთა კარდიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის სფეროში. წევრია საერთაშორისო საზოგადოებების, მათ შორის ევროპის პედიატრიის აკადემიის, PRINTO-ს, PReS-ის და ევროპის ლუპუსის საზოგადოების. მონაწილეობა აქვს მიღებული კლინიკურ კვლევებში და მრავალ ევროპულ და ეროვნულ პედიატრიულ კონფერენციებში,

ᲩᲐᲜᲘᲨᲜᲔᲗ ᲖᲐᲠᲘ

სამუშაო საათები:

ᲝᲗᲮᲨᲐᲑᲐᲗᲘ:16:00 - 19:00

განათლება

2023 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი სადოქტორო კვლევის პროგრამაზე „COVID-19-ის შემდგომი აუტოიმუნური, რევმატული გამოვლინებები საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა პოპულაციის მაგალითზე”; 2022 - 2023- ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის რეზიდენტურა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 2017–2020 - ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგიის რეზიდენტურა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2010 – 2016 – მედიცინის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მიღებული ხარისხი – დეპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი

სამუშაო გამოცდილება 2025 - სამედიცინო ცენტრი ციტო 2023–დღემდე–თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა – გახდი ექიმი მე–3 კურსის კოორდინატორი; 2023-დღემდე-თსსუ ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტი – მოწვეული ლექტორი; 2023-დღემდე - საქართველოს უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი; 2022–დღემდე - ბავშვთა რევმატოლოგი, ტატიშვილის კლინიკა;
2022-დღემდე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტი N1 – მოწვეული ლექტორი;
2020–დღემდე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა – გახდი ექიმი - ინსტრუქტორი\მცირე ჯგუფის მრჩეველი;
2020-დღემდე- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა - SBMJ რევმატოლოგიის მოდული - მოწვეული ლექტორი; 2020–დღემდე - ბავშვთა რევმატოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა; 2018–2020 - უმცროსი ექიმი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა; 2018–2021 - უმცროსი ექიმი ბავშვთა კრიტიკული მედიცინა, პედიატრიული პრივატ კლინიკა.

დამატებითი კვალიფიკაცია და ტრენინგები

პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა (PALS), თბილისი, 2025

ობსერვიშიპი ბავშვთა რევმატოლოგიაში, გრაცის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ავსტრია, 2024

მრავალრიცხოვანი ევროპული პედიატრიული კონფერენციები (ESPID, PReS, ESPGHAN), პოსტერების წარდგენით, 2022–2024

პედიატრიული პალიატიური მზრუნველობისა და ორთოპედიის სემინარები (OMI, ზალცბურგი, ავსტრია)

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები და ვებინარები პოსტ-COVID მოვლის, ბავშვთა კარდიოლოგიის, იმუნოლოგიისა და რევმატოლოგიის თემებზე, საქართველო, 2020–2022

ეროვნული პედიატრიული და მრავალსაგნობრივი კონფერენციები საქართველოში (კარდიოლოგია, დერმატოლოგია, ნევროლოგია, ნუტრიცია), 2015–2019

ტრენინგი კომუნიკაციის სტანდარტებსა და კარდიოპულმონურ რეანიმაციაში, თბილისი, 2015–2019

საერთაშორისო საზოგადოების წევრობა

● ევროპის პედიატრიის აკადემიის წევრი 2024 წიდან ● ევროპის ლუპუსის საზოგადოების (SLEuro) წევრი 2024 წლიდან
● პედიატრიული რევმატოლოგიის საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის წევრი ● პედიატრიული რევმატოლოგიის ევროპის საზოგადოების წევრი (PReS) 2022 წლიდან.

მომსახურება

მომსახურების ჩამონათვალი

I ვიზიტი211-56001
ვიზიტის დროს, ექიმი აფასებს ბავშვის სახსრებისა და კუნთების მდგომარეობას, იკვლევს ტკივილის, შეშუპებისა და მოძრაობის შეზღუდვის გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის, ყველა შესაძლო რევმატიული გენეზის ბავშვთა დაავადებას და საჭიროებისამებრ გეგმავს მკურნალობას.
₾80