Logo

ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ ᲙᲚᲘᲜᲘᲙᲣᲠ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ

ბოლო განახლება: 28 დღის წინ

ტრენერი:

ნინო ბაკურაძესამედიცინო ცენტრი ციტო
ხანგრძლივობა: 6 საათი
ღირებულება: ₾220.00
მოთხოვნები:
კვალიფიკაცია: ექიმ-ლაბორანტი ან ლაბორატორიის ტექნიკოსი

ტრენინგის მიმოხილვა

ტრენინგის მიზანი

ტრენინგის მიზანია მონაწილეთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება კლინიკური ლაბორატორიის ხარისხის მართვის მიმართულებით.

ტრენინგი ემსახურება ლაბორატორიული პროცესების (პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური) სწორად დაგეგმვასა და შესრულებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს კვლევების სიზუსტეს, სანდოობასა და პაციენტის უსაფრთხოებას.

ტრენინგი განპირობებულია ლაბორატორიული პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებით და მიზნად ისახავს მონაწილეების გაცნობას ისეთი რეგულაციებისა და სისტემების მოთხოვნებთან, როგორებიცაა ISO 15189 და სხვა.


ტრენინგის მოკლე აღწერა

ტრენინგი მოიცავს:

  • კლინიკური ლაბორატორიის ხარისხის მართვის ძირითად პრინციპებს;
  • ორგანიზაციულ სტრუქტურას;
  • რესურსებისა და პროცესების მართვას;
  • უსაფრთხოების სტანდარტებს;
  • ხარისხის კონტროლის პრაქტიკულ მეთოდებს.

ტრენინგი შეეხება:

  • ISO 15189-ის 12 ელემენტს;
  • აკრედიტაციისა და დოკუმენტაციის მართვის მოთხოვნებს;
  • ლაბორატორიული ტექნოლოგიების როლს ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამედროვე მიდგომებს.

ტრენერი - ნინო ბაკურაძე, „სამედიცინო ცენტრი ციტო“


მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.