კურსის მიმოხილვა
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე:
მე-5
პროგრამის მიზნები
პროგრამა მიზნად ისახავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრის გადამზადებას, რომელიც იცნობს ლაბორატორიული ტესტირების თანამედროვე ტექნოლოგიებს, მეთოდებს, პრინციპებსა და მარეგულირებელ დოკუმენტაციას და შეუძლია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ლაბორატორიული ტესტირების ორგანიზება, ჩატარება, ტესტირების შედეგების ანალიზი და დოკუმენტირება.
პროგრამის მოკლე აღწერა
პროგრამის ფარგლებში მსმენელი შეისწავლის:
- ლაბორატორიული ტესტირების თანამედროვე ტექნოლოგიებს;
- მეთოდებს, პრინციპებსა და მარეგულირებელ დოკუმენტაციას;
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ლაბორატორიული ტესტირების ორგანიზებას, ჩატარებას, ტესტირების შედეგების ანალიზსა და დოკუმენტირებას.
სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით):
- ლაბორატორიული ტესტირების ტექნოლოგიების, მეთოდებისა და პრინციპების დახასიათება;
- ლაბორატორიული ტესტირების მარეგულირებელი დოკუმენტაციის დახასიათება;
- ლაბორატორიული ტესტირების ორგანიზება - პრეაანალიტიკა;
- ლაბორატორიული ტესტირების ჩატარება - ანალიტიკა;
- ლაბორატორიული ტესტირების შედეგების ანალიზი და დოკუმენტირება - პოსტანალიტიკა.
პროგრამას უძღვებიან გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ტრენერები:
- ნინო ბაკურაძე - „სამედიცინო ცენტრი ციტო“
- მიკრობიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი - მარიკა კერესელიძე
- კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების განყოფილების ხელმძღვანელი - თეონა ბოლქვაძე
- კლინიკური ქიმიისა და იმუნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი - თამარ ასლამაზიშვილი
პროფესიული გადამზადების პროგრამა „სამედიცინო ლაბორატორიის ტექნიკოსი“ შემუშავებულია სამედიცინო ცენტრი „ციტოს“, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და შვეიცარიის ფედერალური წყლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტთან (Eawag) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით (პროგრამა „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“) შვეიცარული მაგალითის საფუძველზე.
პროგრამა დამტკიცებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს მიერ და შესაბამისად, კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები იღებენ სახელმწიფო სერტიფიკატს.
ინსტრუქცია რეგისტრაციისთვის
მსმენელის რეგისტრაცია ხდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე: https://vet.emis.ge
- ეწვიეთ პლატფორმას;
- მენიუდან აირჩიეთ - „პროგრამები“;
- სიის მიხედვით მოძებნეთ სასურველი პროგრამა (მაგალითად, „ჯანდაცვა / სამედიცინო ლაბორატორიის ტექნიკოსი" ან სხვა კონკრეტული კურსი);
- გახსენით პროგრამა და დააჭირეთ - „რეგისტრაცია“;
- შეიყვანეთ პირადი მონაცემები და დაადასტურეთ განაცხადი.
რამდენიმე რჩევა მსმენელებისთვის:
- რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია;
- სიაში თუ ვერ პოულობთ ციტოს პროგრამას, მოძებნეთ შემდეგი ფილტრით: სასწავლო დაწესებულება → „შპს სამედიცინო ცენტრი ციტო“;
- სწორად მიუთითეთ ტელეფონის ნომერი, რათა შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.