კურსის მიმოხილვა
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე:
მე-5
პროგრამის მიზნები
პროგრამა მიზნად ისახავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრის გადამზადებას, რომელიც იცნობს კლინიკური ლაბორატორიის სტრუქტურას, ლაბორატორიული ციკლის პროცესებს, ბიოუსაფრთხოების, კლინიკურ ლაბორატორიაში გამოყენებული ტექნოლოგიების, მეთოდების, ხარისხის კონტროლის, ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემის, ISO 15189, „კარგი კლინიკური ლაბორატორიული პრაქტიკა (GCLP)-ს” და ლაბორატორიული მედიცინის ეთიკის საკითხებს; ასევე აცნობიერებს ლაბორატორიული კვლევის პროცესების ერთობლიობას.
პროგრამის მოკლე აღწერა
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:
- კლინიკური ლაბორატორიის სტრუქტურას;
- ლაბორატორიული ციკლის პროცესებს (პრეანალიზური, ანალიზური და პოსტანალიზური);
- კლინიკურ ლაბორატორიაში გამოყენებული ტექნოლოგიების, მეთოდების, ხარისხის კოტროლის, ბიოუსაფრთხოების, ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემის, ISO 15189, „კარგი კლინიკური ლაბორატორიული პრაქტიკა (GCLP)-ს” და ლაბორატორიული მედიცინის ეთიკის საკითხებს. ამასთან, შეისწავლიან იმ პროცესების ერთობლიობას, რომელიც ლაბორატორიული კვლევის შემადგენელი ნაწილია.
სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით):
- კლინიკურ ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების დახასიათება (პრეანალიზური ფაზა, ანალიზური ფაზა, პოსტანალიზური ფაზა);
- ლაბორატორიული კვლევების პროცესების მართვისა და ხარისხის კონტროლის უნარი;
- ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული კრიტიკული მაჩვენებლების აღქმისა და შემდგომი რეაგირების უნარი;
- სამედიცინო ლაბორატორიის ექთნის კომპეტენციისა და უფლებების გაცნობიერება.
პროგრამას უძღვებიან გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ტრენერები:
- ნინო ბაკურაძე - „სამედიცინო ცენტრი ციტო“
- კლინიკური ქიმიისა და იმუნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი - თამარ ასლამაზიშვილი
პროგრამა დამტკიცებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს მიერ და შესაბამისად, კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები იღებენ სახელმწიფო სერტიფიკატს.
ინსტრუქცია რეგისტრაციისთვის
მსმენელის რეგისტრაცია ხდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე: https://vet.emis.ge
- ეწვიეთ პლატფორმას;
- მენიუდან აირჩიეთ - „პროგრამები“;
- სიის მიხედვით მოძებნეთ სასურველი პროგრამა (მაგალითად, „ჯანდაცვა / სამედიცინო ლაბორატორიის ექთანი" ან სხვა კონკრეტული კურსი);
- გახსენით პროგრამა და დააჭირეთ - „რეგისტრაცია“;
- შეიყვანეთ პირადი მონაცემები და დაადასტურეთ განაცხადი.
რამდენიმე რჩევა მსმენელებისთვის:
- რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია;
- სიაში თუ ვერ პოულობთ ციტოს პროგრამას, მოძებნეთ შემდეგი ფილტრით: სასწავლო დაწესებულება → „შპს სამედიცინო ცენტრი ციტო“;
- სწორად მიუთითეთ ტელეფონის ნომერი, რათა შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.