კონფერენცია
თარიღი:
30 იანვარი, 2026
რეგისტრაციის დაწყების დრო: 14:00
კონფერენციის ადგილი:
თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #64ა, Hotel Hilton Garden Inn
კონფერენციის მიზანი
„სამედიცინო ცენტრი ციტო“ გიწვევთ თემატურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „მტკიცებულებაზე დაფუძნებული ანტიმიკრობული მართვა და ლაბორატორიული პრაქტიკა“, რომლის მიზანია ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) წინააღმდეგ ბრძოლაში თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების გააზრება და მათი ეფექტური ინტეგრაცია კლინიკურ და ლაბორატორიულ საქმიანობაში.
ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებს, კლინიცისტებს, ინფექციონისტებს, მიკრობიოლოგებს, ლაბორატორიის სპეციალისტებსა და ჯანდაცვის სფეროს მენეჯერებს.
კონფერენციის თემატიკა:
- ანტიმიკრობული რეზისტენტობის გლობალური და ადგილობრივი სტატისტიკა;
- One Health მიდგომა;
- „Watch“ და „Reserve“ ჯგუფის ანტიბიოტიკები - გამოყენების პრინციპები და პასუხისმგებლობა;
- რეზისტენტობის მექანიზმები, ბაქტერიული გენომი და რეზისტენტობის გენების გავრცელება;
- ანტიმიკრობული მართვის პრინციპები და კლინიკური ინტეგრაცია;
- ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე სტანდარტები (EUCAST, CLSI);
- ხარისხის მართვის სისტემები (ISO 15189);
- ანტიმიკრობული მართვის პრაქტიკული მოდელები (AMS).
ფორმატი
დაგეგმილია პრაქტიკული სესიები, შემთხვევების განხილვები და ინტერდისციპლინარული დისკუსიები, სადაც ყურადღება გამახვილდება AST შედეგების ინტერპრეტაციაზე, ანტიბიოტიკების სწორი შერჩევისა და მკურნალობის კორექტირებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ადგილობრივი ანტიბიოტიკოგრამის შექმნისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე.
კონფერენცია ხელს შეუწყობს ცოდნის განახლებასა და სტანდარტიზებული პრაქტიკის დანერგვას, რაც წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისა და კონტროლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.
მომხსენებლები:
- სილვია სოპრეკ სტრუგარი - MD, PhD, Dr. ფრან მიხალევიჩის სახელობის ინფექციური დაავადებების საუნივერსიტეტო კლინიკა, ზაგრები, ხორვატია, კლინიკური მიკრობიოლოგი;
- თამარ დიდბარიძე - თსსუ, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ნინო მაჭარაშვილი - PhD, „მეგალაბი“, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- მარიკა კერესელიძე - PhD, „სამედიცინო ცენტრი ციტო“, მიკრობიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ნინო ბუაჩიძე - „სამედიცინო ცენტრი ციტო“, უფროსი ლაბორანტი;
- ირაკლი გოგოხია - MD, PhD, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, პროფესორი;
- ონურ კარატუნა - PhD, EUCAST განვითარების ლაბორატორია, ვეკშოს ჰოსპიტალი, შვედეთი, კლინიკური მიკრობიოლოგი;
- ირინა პრისტასი - MD, PhD, Dr. ფრან მიხალევიჩის სახელობის ინფექციური დაავადებების საუნივერსიტეტო კლინიკა, ზაგრები, ხორვატია;
- თამარ მეტრეველი - „სამედიცინო ცენტრი ციტო“, პედიატრი, პედიატრიული სამსახურის უფროსი;
- მარიამ მაისურაძე - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო, უფროსი სპეციალისტი, წამყვანი შემფასებელი;
- თამარ რობაქიძე - „სამედიცინო ცენტრი ციტო“, ექიმი-მიკრობიოლოგი.
მოდერატორი:
- ნინო ბაკურაძე - „სამედიცინო ცენტრი ციტო“
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მიიღებენ უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.