ტრეინინგი „პრეანალიტიკური ეტაპის მნიშვნელობა, ახალი გამოწვევები და გაიდლაინები“

2020 წლის 4 ივლისს სამედიცინო ცენტრში ,,ციტო” გაიმართა შიდა ორგანიზაციული შეხვედრა-ტრეინინგი „პრეანალიტიკური ეტაპის მნიშვნელობა, ახალი გამოწვევები და გაიდლაინები“.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური ფილიალის, ასევე დედაქალაქის და რეგიონული ასაღები პუნქტების, „ლაბ ექსპრესის” წარმომადგნლები. შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული ის ჯაჭვური სისტემა, რის მიხედვითაც სამედიცინო ცენტრი „ციტო“ წლებია, ზრუნავს საკუთარი პაციენტების ჯანმრთელობაზე.

შეჯამდა გასული ინტენსიური 6 თვის შედეგები, გადალახული წინააღმდეგობები პანდემიის პირობებში, ასევე ის ახალი გამოწვევები, რომლებიც იქნება დაკავშირებული კოვიდ 19-ის შესაძლო მეორე ტალღასთან.
შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქციულ ფორმატში. „ციტოს“ გუნდის თითოეული წევრის აზრი და გამოცდილება მნიშვნელოვანია და მათი აქტიური ჩართულობის შედეგად, ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვა მოხერხდა. მსგავსი შეხვედრები პერმანენტული ხასიათისაა და სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები მუდმივ რეჟიმში ტარდება, რაც თავის მხრივ პაციენტებისათვის მიწოდებული სერვისების ხარისხის ამაღლებასა და დახვეწას უწყობს ხელს.

Leave a reply