PCR დიაგნოსტიკა – სამედიცინო ცენტრი ციტო

„ციტოს“ PCR მოლეკულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია წარმოადგენს ბიოუსაფრთხოების მეორე დონის ლაბორატორიას (BSL2), რომელიც აღჭურვილია ამ დონის შესაბამისი ბიოუსაფრთხოების კაბინით. ეს გვაძლევს საშუალებას, დავიცვათ როგორც ლაბორატორიაში შემოსული ნებისმიერი ნიმუში, ასევე ის პერსონალი, რომელიც ამ მასალაზე მუშაობს.
ლაბორატორია ნაწილობრივ ავტომატიზებულია: QIAcube-ის ავტომატური ექსტრაქტორის საშუალებით შესაძლებელია, დამუშავდეს ნიმუში და მოხდეს ნუკლეინის მჟავების (დნმ, რნმ-ის) ექსტრაქცია ლაბორანტების მინიმალური ჩარევით, ხოლო ROTOR GENE Q PCR ანალიზატორის საშუალებით სრულდება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციის კვლევები მაღალი სიზუსტით, ოპტიკური სიმკვრივის გაზომვის მეშვეობით.

PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) დიაგნოსტიკა ადამიანის გენეტიკურ მასალის (დნმ/DNA და რნმ/RNA) კვლევაზე დამყარებული ინფექციების დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტის მეთოდია.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გამოიყენება სისხლი, ნერწყვი, ნახველი, სასქესო ორგანოს გამონაყოფი და სხვა ბიოლოგიური მასალა. PCR დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, განისაზღვროს დაავადების გამომწვევი პათოგენის არსებობა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში აღმოაჩინოს ვირუსებისა და ბაქტერიების ერთეული უჯრედებიც კი.

მოლეკულური დიაგნოსტიკის განყოფლების წევრები:

 

შორენა მაზმანიანი

 დასახელებააბრევიატურაNCSPფასი 
HPV ადამიანის პაპილომა ვირუსის გენოტიპირება - PCR (HPV ტიპები-16.18.31.33.35.39.45.51.52.56.58.59.66.68)295 ₾
ურეაპლაზმა (Ureaplasma Urealyticum, Ureaplasma Parvum) დნმ (DNA) ის დეტექცია - NAT150 ₾
მიკოპლაზმა (Mycoplasma Hominis, Mycoplasma genitalium) დნმ (DNA) ის დეტექცია - NAT150 ₾
Neisseria gonorrhoeae დნმ (DNA) ის დეტექცია - NAT105 ₾
HCV (რაოდენობრივი კვლევა)110 ₾
Chlamydia trachomatis დნმ (DNA) ის დეტექცია - NAT120 ₾
რნმ თვისობრივი განსაზღვრა რეალური დროის PCR მეთოდით60 ₾
ქვედა სასუნთქი გზები - Film Array Pneumonia Panel plus (Pneumoplus)
650 ₾
ზედა სასუნთქი გზები - Film Array Panel
650 ₾
სისხლი - Film Array BCID Panel
650 ₾
ფეკალური მასა - Film Array Gastrointestinal (Gl) Panel650 ₾