PCR ლაბორატორია _PCR(პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია)-დიაგნოსტიკა ეს არის ადამიანის
გენეტიკურ მასალის (დნმ/DNA და რნმ/RNA) კვლევაზე დამყარებული
მრავალრიცხოვანი ინფექციების დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტის მეთოდი.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე გამოიყენება სისხლი, ნერწყვი, ნახველი,
სასქესო ორგანოების გამონაყოფები და სხვა ბიოლოგიური მასალა. PCR-
დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა განისაზღვროს დაავადების გამომწვევი
პათოგენის არსებობა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში აღმოაჩინოს ვირუსებისა და
ბაქტერიების ერთეული უჯრედები კი.
სამედიცინო ცენტრის ,,ციტო’-ს PCR მოლეკულ დიაგნოსტიკური ლაბორატორია
წარმოადგენს ბიოუსაფრთხოების მეორე დონის ლაბორატორიას (BSL2), რომელიც
აღჭურვილია ამ დონის შესაბამისი ბიოუსაფრთხოების კაბინით. რაც გვაძლევს
საშუალებას დავიცვათ როგორც ლაბორატორიაში შემოსული ნებისმიერი ნიმუში და
ასევე ის პერსონალი რომელიც ამ მასალაზე მუშაობს.
ლაბორატორია ნაწილობრივ ავტომატიზირებულია, წარმოდგენილია QIAcube-ის
ავტომატური ექსტრაქტორით, რომლის საშუალებით შესაძლებელია დამუშავდეს
ნიმუში და მოხდეს ნუკლეინის მჟავების (დნმ, რნმ-ის) ექსტრაქცია ლაბ.
პერსონალის მინიმალური ჩარევით და მივიღოთ სწრაფი, და ხარისხიანი
პროდუქტი და ROTOR GENE Q PCR ანალიზატორი, რომლის საშუალებით
სრულდება როგორც რაოდენობრივი ისე თვისობრივი პოლიმერაზულ ჯაჭვური
რეაციის კვლევები მაღალი სიზუსტით, ოპტიკური სიმკვრივის გაზომვის
მეშვეობით.

PCR ლაბორატორიაში ხორციელდება სხვადსახვა პათოგენების იდენტიფიცირება
შემდეგი სადიაგნოსტიკო ტესტებით:
 ადამიანის C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) აღმომჩენი რაოდენობრივი და
თვისობრივი განსაზღვრის პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქცია.

 გონორეის (Neisseria Gonorrhea), ქლამიდიის (Clmadya trachomatis),
მიკოპლაზმის და ურეაპლაზმის სადეტექციო თვისობრივი PCR .
 ადმიანის პაპილომა ვირუსის სადეტექციო 14 სხვადასხვა გენოტიპის
განმსაზღვრელი PCR .
ლაბორატორიაში თითოეული ანალიზის ჩატარებისას ხორციელდება ხარისხის შიდა
კონტროლი და ასევე მუდმივად მონაწილეობას ღებულობს ხარისხის გარე
კონტროლის პროგრამაში.

მოლეკულური დიაგნოსტიკის განყოფლების წევრები:

ხელმძღვანელი ლელი ურუშაძე

შორენა მაზმანიანი