კლინიკური ქიმიის ლაბორატორია გთავაზობთ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს და ტესტების/ანალიზების მუდმივად განახლებად მენიუს. ლაბორატორია სრულად ავტომატიზირებულია და აღჭურვილია Randox-ის თანამედროვე ავტომატური ანალიზატორით Daytona Plus. კლინიკური ქიმიის ლაბორატორიაში სრულდება როგორც STAT, ასევე რუტინული კვლევები სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. ლაბორატორიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ხარისხის შიდა კონტროლი, სულ მცირე, 2 დონის საკონტროლო მასალის გამოყენებით. ლაბორატორია ყოველთვიურად ჩართულია Randox/RIQAS (ინგლისი) გარე ხარისხის პროგრამაში, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით. ყოველივე ეს, ჩატარებული კვლევების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
კლინიკური ქიმიის განყოფილების წევრები:
ხელმძღვანელი ირინა ბერძენიშვილი
- თამარ ასლამაზაშვილი
- დარეჯან ლემონჯავა
- ქეთევან ჯარიაშვილი
- ნინო სორდია