გინეკოლოგია
„ციტოს“ გინეკოლოგიური კაბინეტი გთავაზობთ ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების პრევენციას, დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
გინეკოლოგის კონსულტაციისას მნიშვნელოვანია რეგულარობის დაცვა, რათა მოხდეს რიგი დაავადებების პრევენცია.
გინეკოლოგიური პროცედურები:
- პროფილაქტიკური გასინჯვა, კონსულტირება და ინფორმირება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე;
- უნაყოფობისა და მასთან ასოცირებული რეპროდუქციული პათოლოგიების მკურნალობა; ორსულობის შემთხვევაში – ანტენატალური მეთვალყურეობა;
- პრევენცია, მკურნალობა, რეპროდუქციული პროგნოზი შემდეგი პათოლოგიების დროს:
-
- უნაყოფობის ყველა ფორმა – ენდოკრინული, ანოვულაციასთან ასოცირებული, ტუბოპერიტონეალური, იმუნოლოგიური; მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში პარტნიორის სიტუაციური მართვა;
- რეპროდუქციული დანაკარგები – ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა;
- სქესობრივი განვითარების დარღვევები, ქრომოსომული ანომალიები და მათთან ასოცირებული რეპროდუქციული პრობლემები;
- შარდსასქესო ორგანოების ინფექციები (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები), მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები;
- მენსტრუაციული ციკლის ყველა სახის დარღვევა – გაიშვიათებული ან ხშირი მენსტრუაცია, ამენორეა, ჰიპერმენორეა (მენსტრუაციული სისხლდანაკარგი), მტკივნეული მენსტრუაცია;
- სისხლდენა საშვილოსნოდან – მენსტრუაციასთან დაკავშირებული (მენორაგია), აციკლური (მეტრორაგია);
- ჰიპერანდროგენული მდგომარეობები – ანდროგენიზაცია და ასოცირებული ესთეტიკური პრობლემები (საკვერცხეების პოლიკისტოზი სინდრომი, ადრენოგენიტალური სინდრომი და სხვა);
- პათოლოგიური თმიანობა სახეზე და სხეულზე, აკნე (ჰორმონული გამონაყარი), კანის ცხიმიანობის მატება (სებორეული დერმატიტი), სიმსუქნე, კანის პიგმენტური ცვლილებები და სხვა;
- გინეკოლოგიური ენდოკრინოპათიები – ჰიპოთალამური სინდრომი მეტაბოლური დარღვევებით, ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი, ადრენოგენიტალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი, რეზისტენტული საკვერცხეების სინდრომი, პოსტკასტრაციული სინდრომი და სხვა;
- ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- ჰიპოესტროგენული მდგომარეობები;
- საშვილოსნოს ფიბროიდები;
- საკვერცხების სხვადასხვა გენეზის ცისტა;
- გენიტალური ენდომეტრიოზი;
- პრემენსტრუაციული სინდრომი;
- სექსუალური დარღვევები;
- პრე-პერიმენოპაუზის მართვა;
- ჰიპოესტროგენული მდგომარეობისას განვითარებული ოსტეოპოროზის მკურნალობა;
- საშვილოსნოს ყელის, საშოს ვულვისა და შორისის კობოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების თანამედროვე დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა;
- დიაგნოსტიკური კოლპოსკოპია;
- საშვილოსნოს ყელის კრიოთერაპია;
- საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის საშუალების ჩადგმა და მარტივი ამოღება;
- კონტრაცეფციული საშუალებების შერჩევა;
სამედიცინო ცენტრ „ციტოში” კონსულტაციას გაგიწევენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგები: მაკა ცეკვავა და სოფო კვალიაშვილი.