დენსიტომეტრია – სამედიცინო ცენტრი ციტო

დენსიტომეტრია – ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა (BMD) არაინვაზიური მეთოდით, რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ. ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ძვლის სტრუქტურა, რაც ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების და, შესაბამისად, მოტეხილობების რისკს. დენსიტომეტრია ოსტეოპოროზის და მასთან ასოცირებული გართულებების სადიაგნოსტიკო და პრევენციული ღონისძიებაა.
კლინიკური დენსიტომეტრიის საერთაშორისო ორგანიზაციის ISCD მიერ რეკომენდებულია ძვლის სიმკვრივე განისაზღვროს:
🔸 65 წლის ზემოთ ქალებსა და 70 წლის ზემოთ მამაკაცებში
🔸 65 წლამდე პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში და 50-69 წლის მამაკაცებში ოსტეოპოროზის მრავლობითი რისკ-ფაქტორებით:

▫ სიგამხდრე
▫ ანამნეზში მოტეხილობების არსებობა
▫ დაავადება ან პათოლოგიური მდგომარეობა, რაც იწვევს ძვლოვანი მასის შემცირებას
▫ ოსტეოპოროზის გამომწვევი მედიკამენტების მოხმარება

▫ პაციენტებში, 50 წლის ზემოთ ასაკში მოტეხილობების ანამნეზით

▫ ნებისმიერ შემთხვევაში ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნამდე

▫ პაციენტებში, რომელებიც იტარებენ ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მედიკამენტურ მკურნალობას

„ციტოში“ კვლევა სრულდება OsteoSys-ის უახლეს აპარატზე Excellus.