ფიზიო-ლაზეროთერაპია ეს არის უმოკლესი გზა სწრაფი გამოჯანმრთელებისკენ, გვერდითი მოვლენებისა და გართულებების გარეშე. იგი წარმოადგენს მკურნალობის, პრევენციისა და რეაბილიტაციის მაღალეფექტურ, უსაფრთხო და საუკეთესო საშუალებას. ეფექტურად გამოიყენება რამოდენიმე ასეული დაავადებისა და კლინიკური სინდრომების სამკურნალოდ განურჩევლად ასაკისა, რა დროსაც ასევე ხელს უწყობს მომავალში ავადმყოფობის რისკის შემცირებას. 

სამედიცინო ცენტრი „ციტოს“ ფიზიო-ლაზეროთერაპიის კაბინეტი გთავაზობთ შემდეგ პროცედურებს.

ფიზიოთერაპია – ულტრაბგერითი თერაპია, ულტრაფონოფორეზი, გალვანიზაცია, ელექტროფორეზი, ელექტროსტიმულაცია, ამპლიპულსოთერაპია, ულტრამაღალი სიხშირის ელექტროველი, კვარცი, RF ლიფტინგი, პრესოთერაპია, დარსონვალიზაცია.

ლაზეროთერაპია – წითელი და ინფრაწითელი ლაზეროთერაპია, მაგნიტოლაზეროთერაპია, ვაგინალური ლაზეროთერაპია, ინტრავენური ლაზეროთერაპია, ტრანსდერმული ლაზეროთერაპია, ვაკუუმლაზეროთერაპია, ლაზეროპუნქტურა, მატრიქსი.

ჯანმრთელობის პრობლემის არსებობისას ცენტრის ექიმი ფიზიო-ლაზერთერაპევტი ლალი კალანდაძე შეგირჩევთ თქვენთვის აუცილებელ მკურნალობის კურსს.

ექიმები: