დენსიტომეტრია – DXA მეთოდი – ძვლის სიმკვრივის (BMD) განსაზღვრა

დენსიტომეტრია – DXA მეთოდი – ძვლის სიმკვრივის (BMD) განსაზღვრა თანამედროვე, არაინვაზიური კვლევა, ოქროს სტანდარტი, რეკომენდირებული “WHO” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჯანმრთელი ძვალი ჩვენი ორგანიზმის ძლიერი საყრდენია.

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ძვლის სტრუქტურა, რაც ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების და შესაბამისად მოტეხილობების რისკს.დენსიტომეტრია ოსტეოპოროზის და მასთან ასოცირებული გართულებების სადიაგნოსტიკო და პრევენციული ღონისძიებაა.
კლინიკური დენსიტომეტრიის საერთაშორისო ორგანიზაციის ISCD მიერ რეკომენდებულია ძვლის სიმკვრივე განისაზღვროს:
🔸 65 წლის ზემოთ ქალებსა და 70 წლის ზემოთ მამაკაცებში
🔸 65 წლამდე პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში და 50-69 წლის მამაკაცებში ოსტეოპოროზის მრავლობითი რისკ-ფაქტორებით:

▫ სიგამხდრე
▫ ანამნეზში მოტეხილობების არსებობა
▫ დაავადება ან პათოლოგიური მდგომარეობა რაც იწვევს ძვლოვანი მასის შემცირებას
▫ ოსტეოპოროზის გამომწვევი მედიკამენტების მოხმარება;

  • პაციენტებში, 50 წლის ზემოთ ასაკში მოტეხილობების ანამნეზით
  • ნებისმიერ შემთხვევაში ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნამდე
  • პაციენტებში, რომელებიც იტარებენ ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მედიკამენტურ მკურნალობას

ჩვენთან გამოკვლევა სრულდება OsteoSys მიერ მოწოდებულ აპარატზე Excellus.
ექიმი: ნაზიბროლა ჩირაძე
ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 229 06 71/72

ექიმები: