სამედიცინო ცენტრი „ციტო“ გთავაზობთ არასასწრაფო პედიატრიულ მომსახურებას უკვე ბინაზე გამოძახებით, რომელიც გულისხმობს პედიატრისა და მედდის ვიზიტს, პაციენტის აპარატულ და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასა და მონიტორინგს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
პედიატრი აღჭურვილია უახლესი ციფრული სტეტოსკოპით, რომელიც ისმენს და იწერს სუნთქვის ბგერებს, აგზავნის სპეციალურ, დაცულ სერვერზე, რომელიც სანდო და ზუსტი ალგორითმის მეშვეობით აფიქსირებს გადახრებს, ინახავს ხმის ჩანაწერსა და ჰისტოგრამას ციფრულ სამედიცინო ბარათზე.
აქედან გამომდინარეობს სერვისის ერთ-ერთი ძლიერი მახასიათებელი -ვირტუალური პლატფორმა, რომლის გამოყენებითაც მშობელს ეძლევა საშუალება გაეცნოს და მუდმივად აკონტროლოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
სწორედ ამიტომ, „ციტო“ გთავაზობთ mydoc.chat აპლიკაციას, რომელიც უზრუნველყოფს მშობელსა და ექიმს შორის ეფექტურ კომუნიკაციას, პედიატრის მომსახურების შემდეგ. აღნიშულ პლატფორმაზე, ელექტრონული საქაღალდეში, განთავსებულია პაციენტის ყველა სამედიცინო ჩანაწერი, რომელზე წვდომაც შესაძლებელია მარტივად, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში, პირველადი კონსულტაციიდან 2 კვირის განმავლობაში, მშობელს აქვს უფლება მიმართოს მკურნალ ექიმს, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ამავდროულად, აქვს შესაძლებლობა მკურნალობის პროცესში ისარგებლოს mydoc.chat-ის მიერ შეთავაზებული, ყოვლისმომცველი საინფორმაციო მხარდაჭერით.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ასევე iOS სისტემებისთვის და გთავაზობთ შემდეგ ფუნქციებს:
- პაციენტის ელექტრონული ისტორია – ყველა სამედიცინო მონაცემი ერთიან, დაცულ სივრცეში;
- ციფრული სადიაგნოსტიკო საშუალებებიდან მიღებული მონაცემების მყისიერი და ზუსტი ასახვა;
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დროის ნებისმიერ მონაკვეთში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
- ტექსტური, ვიდეო და ხმოვანი ჩატი მშობლებისა და ექიმებისთვის;
- სამედიცინო მომსახურების გადაუდებლობის განსაზღვრის ტრიაჟული სისტემა;
- სამედიცინო მონაცემების მუდმივი მიმოცვლა და ონლაინ კონსულტაციები გამოძახებიდან 2 კვირის განმავლობაში;
- ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე სიმპტომების შეფასების სისტემა.