„ციტოს“ სტიპენდიანტის ვინაობა ცნობილია
კლინიკური მიკრიობიოლოგიის დარგის განვითარებაში წვლილის შეტანისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამედიცინო ცენტრ „ციტოს” სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია.
ათამდე კონკურსანტს შორის კომისიამ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის სტუდენტი, ქეთევან სეფიაშვილი შეარჩია. ქეთევანი სტაჟირებას გაივლის „ციტოს“ მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის განყოფილებაში და ყოველთვიურად 200 ლარიან სტიპენდიას მიიღებს 1 წლის განმავლობაში.
სასტიპენდიო კონკურსისთვის მოსამზადებელი აბსტრაქტის თემად სპეციალურად შეირჩა ანტიბიოტიკორეზისტენტობა, რადგან სამედიცინო საზოგადოება უკვე დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ის 21-ე საუკუნის პრობლემაა.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყნებით ეტიოლოგიური აგენტების სწრაფი დიაგნოსტიკა და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა; სამიზნე ანტიბიოტიკის არჩევა, ოპტიმალური დოზირება და მკურნალობა – ყველაფერს ამას სჭირდება სწორი ლაბორატორიული კვლევის შედეგი, კლასიკური და თანამედროვე ტექნოლოგიების სიმბიოზი ინტელექტულურ რესურსთან ერთად. და სწორედ ამ პრობლემაზე შეაჩერა სამედიცინო ცენტრმა “ციტომ” ახალგაზრდების ყურადღებაც.

„ციტოს“ გუნდმა სტიპენდიის პარალელურად პერსპექტიული ახალგაზრდების წახალისების პროგრამას ჩაუყარა საფუძველი და პროგრამის გამარჯვებულს, ანი მელაძეს, ერთჯერადი ფულადი პრემია გადასცა 500 ლარის ოდენობით და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც მისცა.
გაიგეთ მეტი კონკურსის შესახებ აქ.
წაიკითხეთ მეტი შერჩევის მეორე ეტაპის შესახებ.