ჭარბი წონა
დილით სასაიმოვნო ნიავი გაღვიძებთ, თქვენი ფანჯრის წინ მწვანე ფოთლების სურნელი, ჩიტების ჭიკჭიკი, არომატიზირებული შხაპი დადებით მუხტს გაძლევთ. აბაზანიდან გამოსული თქვენს თავს სარკეში ათვალიერებთ, გეღიმებათ, თქვენ კარგად იცით რომ ამ ბოლო დროს თქვენი ჩვეული ცხოვრების რითმს გადაუხვიეთ, ზამთრის ცივ დღეებში საკუთარ თავს სხვადასხვა “ზედმეტ” სიურპირზებს უწყობდით. ხანდახან გემრიელი შოკოლადი, გემრიელი ნამხვარი. ცივ დღეებში ძალიან გეზარებოდათ დილით სავარჯიშიოდ გასვლა. ზამთარში ხომ ძალინ გვიან თენდება და თქვენც მეორე დღისათვის გადადებდით სავარჯიშო გასვლას ან სულაც მომვალი ორშაბათიდან იწყებდით რეჟიმის დაცვას.
დღეს კი სარკის წინ დგეხართ და გეღიმებათ, თქვენი საყვარელი თეთრი ფერის შარვალი ისე აღარ გიხდებათ, როგრც შარშან ზაფხულში მზისგან გარუჯული თავს რომ ასე მოხდენილად გრძნობდით.
თქვენი პირველი რეაქცია – დღეს მხოლოდ ყავა და ჩაი უშაქროდ და არავითარი საჭმელი. ახლავე დავურეკავ მეგობარს, მას ხომ დიეტა ჰქონდა ჩაწერილი, რომლის საშუალებით არაჩევულებრივ შედეგებს აღწევენ. რა უშავს, ერთი კვირა აქტიურად მოვითმენ. არანაირ ცდუნებას არ ავყვები და შედეგსაც მივაღწევ.
თქვენც თქვენთვის ჩვეული მიზანსწრაფულობით იწყებთ დაგეგმილის რეალიზაციას. ტელევიზორს რთვათ, სპეციალურად მოეწყობით ტრენაჟორზე და იწყებთ ბორბლების ამუშავებას. თვალყურს ადვენებთ Fashion TV–ზე ნარნარად გამოსულ ქალბატონებს, პარალელურად კრიტიკულად გადახედავთ საკუთარ თავს სარკეში და იყწებთ გეგმების დასახვას, მეც ასე გავხდები, მსაგვსი კაბა მეც ძალიან მომიხდება, პერსპექტივა კიდევ უფრო გმატებთ ენერგიას და ვარჯიში ტელევიზორთან უფრო აქტიური ხდება. სიჩქარეს უმატებთ და თქვენი ვარჯიში საბოლოოდ დაღლით მთავრდება, რომლის შემდეგ არაფრის სურვილი აღარ გაქვთ. მთელი დღის განმავლობაში აქტიურად სვამთ ყავას და ჩაის სურვილის ჩაფიქრებით, რომ თუ მე დღევანდელი რეჟიმი არ დავარღვიე სურვილი შემისრულდება. სურვილი კი აუცილებლად უნდა შესრულდეს და თქვენ მკაცრად იცავთ დიეტას და შიმშილობთ. მთელი დღე თქვენი ფიქრები მხოლოდ დღის რაციონზეა გადატანილი. პირველ დღეს ნებისყოფა ჩვეულებისამებრ არ გღალატობთ და ღამე საწოლში მოკალათებული სიამოვნებით ფიქრებში გადახაზავთ თქვენი “დიეტური კვირის” ერთ დღეს. მომდევნო დღეებიც ასე გრძელდება, თუმცა ენერგია თანდათან გაკლდებათ, ადვილად ღიზიანდებით, ხანდახან თავბრუც გეხვევათ. მაინც აგრძელებთ და ცდილობთ რომ “დიეტური კვირა” დაიცვათ. იმას კი არ ფიქრობთ, რომ თქვენ საკუთარ თავს ავნებთ.
ადამიანის ორგანიზმი ნატიფი სტრუქტურაა თითოეულისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალური შენებით. რომელსაც რაც უფრო ხელს უწყობთ და უვლით, მით უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ. ზოგად დებულებეთან ერთად ყოველი ადამინასათვის არსებობს მხოლოდ მისთვის დაწერილი ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რომელიც უნიკალურია და არ არსებობს მისი მსგავსი. თქვენ ყური უნდა დაუგდოთ თქვენს ორგანიზმს და მხოლოდ მასთან კავშირში უნდა დაგეგმოთ მიზნის მისაღწევი საფეხურები. თქვენ არ გამოგადგებათ თქვენი მეგობრის ცხვოვრების რითმის გადმოღება, ან ჟურნალ-გაზეთებში დაწერილი დღის რეჟიმის სრულად და შეუცვლელად გათავისება.
დღეს სხეულის წონის კორექციისას ძირითად პრობლემას უსისტემო, არასწორად საკვების შეზღუდვა, ფიზიკური ვარჯიშით დატვირთვა წარმოდაგენს, რაც ორგანიზმში ზოგად და კონკრეტულ ფუნქციურ დარღვევებს ან/და უკვე არსებული დაავადებების ან “მიძინებული” პათოლოგიების გამწვავებას იწვევს. გახსოვდეთ, რომ სანამ გადაწყვეტთ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი დღის რეჟიმი აუცილებელია შეისწავლოთ საკუთარი თავი თქვენი და პროფესიონალი ექიმის დახ,არებით. ექიმის დანიშნულებით ჩაიტარეთ ლაბორატორიული გამოკვლევები. აუცილებელია ზოგადი სტატუსის შეფასება (სისხლის საერთო ანალიზი) ნახშირწყლოვანი ცვლის (სისხლში გლუკოზის განსაზღვრა) ცხიმოვანი ცვლის (ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების “ცუდი” –LDL- ქოლესტეროლისა და “კარგი” –HDL – ქოლესტეროლის დონის განსაზღვრა) ელექროლიტური ბალანსის (ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის განსაზღვრა სისხლში) შემოწმება. მიღებული შედეგები, თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მონაცემები, ცხოვრების რითმი, სამუშაო დღის განრიგი და ფიზიკური Dდატვირთვა ეს არის ის აუცილებელი ინფორმაცია, რომლეზედაც დაყრდნობით პროფესიონალი ექიმი შეიმუშავებს თქვენთვის ინდივიდუალურ დღის რეჟიმს დოზირებული ფიზიკური ვარჯიშისა და კვების რაციონში შეზღუდვების გათვალისწინებით. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი მოსაზრებით თქვენთვის სასურველი სხეულის წონა ხშირ შემთხევაში არ შეესაბამება თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ წონას.
სხეულის წონის კორექციის დაწყებამდე აუცილებალად უნდა იყოს დადგენილი თქვენი წონაში მატების მიზეზები.
გენეტიკური ფაქტორი – გენეტიკური კოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი სხეულის ფორმირებაში. თუმცა გენეტიკური მიდრეკილება სიმსუქნისადმი გარდა ძალიან იშვიათი შემთხვევებისა შესაძლებელია გაკონტროლდეს თქვენს მიერ და შეინარჩუნოთ მომხიბვლელობა.
კვების რეჟიმის დარღვევა, ყველაზე ბანალური მიზეზი – თუ თქვენ მიირთევთ მაღალკალორიულ, ცხიმიან საკვებს უკონტოროლოდ მოსალოდნელია თქვენი წონაში მატება. განსაკუთრებით მაშინ თუ ჩვევად გექცათ საღამოს საათებში გემრილად წახემსება.
ცხოვრების სტილი- არააქტიური ცხოვრების სტილი. მთელი დღე უმოძრაოდ ჯდომა და ვარჯიშის უგულველყოფა წონაში მომატების დიდი რისკია
თქვენი სხეულის “ისტორია” თუ თქვენ ბავშობაში ან მოზარდ ასაკში გქონდათ სხეულის ზედმეტი წონა დიდი შანსია, რომ ასაკთან ერთად წონაშიც მოიმატოთ
ორსულობა – ორსულობის დროს ქალების უმრავლოესობა წონაში იმატებს და მშობიარობის შემდეგ ვეღარ უბრუნდება საწყის წონას.
მედიკამენტები ზოგიერთი წამალი ხელს უწყობს სხეულის წონაში მომატებას. მათ შორის სტეროიდული ჰორმონები და წამლები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიაქტრიაში
ნივთიერებათა ცვლით დარღვევით მიმდინარე დაავადებები (ჰიპოთირეოზი, მეტაბოლური სინდრომი და ა.შ) ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები (მენოპაუზა)
ან უბრალოდ თქვენ “პიკნიკური” აღნაგობის ქალბატონი ბრძანდებით და თქვენი კომპლექციის შეცვლა და მოდელების აღნაგობასთან მიახლოება შეუძლებელია
წონის კორექციისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები. საკვებიც და ფიზიკური დატვირთაც უნდა იყოს ნორმირებული და დოზირებული. გათვალისწინებული უნდა იყოს აუცილებალდ ნივთირებათა ცვლით მიმიდნარე დაავადებების არსებობაც. მხოლოდ დიეტა და ფიზიკური დატვირთვა ამ შემთხვეში თქვენი სხეულის კორექტორი ვერ გახდება. ექიმის რეკომენდაციები, მის მიერ დანიშნული მკურნალობა და გამჯანსაღებებლი პროცედურები თქვენს მონდომებასთან ერთად სასურვლ მიზანს მიაღწევს
და თუ თქვენ მაინც გადასწყვეტთ თავად დაგემოთ თქვენი დღის რეჟიმი გათვალისწინეთ:
იკვებეთ სწორად, რეგულარულად (შეზღუდეთ ცომეული, ტკბილეული)
შეზუდეთ საკვები საღამოს საათებში;
იკვებეთ მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვებით, დიეტის დროს გამოყოფილი ტოქსინების გასაუვნებლად.
პერიოდულად გამოიკვლიეთ საკუთარი თავი (სისხლის ანალზი, არტერიული წნევა)
ვარჯიში დიდი დატვირთვით არ დაიწყოთ. ივარჯიშეთ სანამ ვარჯიში გსიამოვნებთ, თავს ზედმეტად ძალას ნუ დაატანთ;
არ არის აუცილებელი, რომ მიაღწიოთ მოდელის სხეულის წონას;
გახსოვდეთ, რომ მთავარია ჯანმრთელი სხეული და არა გამხდარი სხეული;
გახსოვდეთ რომ თქვენი მომხიბვლელობა თქვენი ინდივიდუალურობაშია
Leave a reply