ორსულობა

  დილით უჩვეულო ხმა გაღვიძებთ. გაურკვევლობა მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება, გეღიმებათ, მომენტალურად ჩვილისკენ მიდიხართ. თქვენს პირად ცხოვრებაში ყოველდღიურად პატარა უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს. აკვირდებით და სიამოვენებას განიცდით. დღეს უკვე აღმოაჩენთ ახალს, ისეთს რითაც გუშინ არ გაუკვირვებიხართ. თითოეული მოძრაობა, მიმიკა ახალია, ხვალ არ მეორდება. თქვენც ზემოდან დაყურებთ და ცდილობთ ყოველი წუთი დაიმახსოვროთ. შემდეგ კი ყველას უყვებით და ცდილობთ, რომ სხვებიც მოიხიბლონ, თქვენი პატარა ხომ ასეთი ლამაზი და განუმეორებელია. დღემდე თქვენი მეგობრების ოვაციები საკუთარი შვილებისადმი გაოცებდათ. ეპითეტების ფონზე თვლიდით, რომ მათი პატარაც ისეთივე ჩვეულებრივია როგორც სხვები და მეგობრებზე გეცინებოდათ, გაზვიადებულს უწოდებდით. დღეს კი თქვენი საკუთარი შეხედულებები თქვენს მეგობრებზე აღარ გახსოვთ და მათ მსგავსად იქცევით, ყველას უყვებით ჩვილის თითოეული ჟესტის შესახებ და თვლით რომ თქვენი პატარა ერთადერთი და შეუდარებლია. თვლით რომ პატარამ თქვენი ცხოვებრის სტილი, აზროვენება დაბადებისთანავე შეცვლა?! სინამდვილეში  ეს გაცილებით ადრე მოხდა, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეთ, რომ დედა გამხდარიყავით. გადაწყვეტილების მიღებისთანავე თქვენ და თქვენმა მეუღლემ თქვენი ცხოვრება პატარას დაუკავშირეთ და ჩასახვამდეც კი მის არსებობას ანგარიში გაუწიეთ

  ქალების უმრავლესობისათვის ორსულობის პირველი ნიშანი მენსტრუალური ციკლის შეწყვეტაა. ეჭვი იმის შესახებ, რომ ორსულად ხართ ძლიერდება მას შემდეგ რაც თქვენს თავში აღმოაჩენთ პარალელურად ისეთი სიმპტოემბის არსებობას, როგორიცაა:

•           ადვილად დაღლილობის შეგრძნება;

•           გულისრევის შეგრძნება;

•           სარძევე ჯირკველების ტკვილი და გადიდება;

•           მუცლის შებერილობა;

•           სპაზმი მუცლის არეში;

•           შარდვის გახშირება;

•           საკვებისადმი ძლიერი მოთხოვნილება ან პირიქით მოძულება;

•           ხასიათის უმიზეზო ცვლილება;

•           გაძლიერებული ვაგინალური გამონდენი;

  თქვენი პირველი რეაქცია – აფთიაქში მიდიხართ. ყიდულობთ ორსულობის ტესტს. დილით კი ინსტრუქციის მკაცრი დაცვით, ტესტის კოლოფზე მითითებულ პროცედურას ასრულებთ. ორსულობის ტესტი დადებითია.  პროფესიონალი ექიმ-გინეკოლოგის რჩევით ორსულობის ტესტის კონფირმაცია ლაბორატორიული ტესტირებით ხორცილდება და სისხლში HCG ზუსტი ციფრის მითითებით ორსულობის სავარაუდო ვადებიც ზუსტდება.

ორსულობის ტესტი:

ტესტი განსაზღვრავს ქორიოგონადოტროპული ჰორმონის დეტექციას ქალის სისხლში ან შარდში. უმთავრეს შემთხვევაში ქორიოგონადოტროპული ჰორმონის არსებობა გამოსაკვლევ მასალაში მიუთითებს ორსულბაზე.

ორსულობის ტესტი შარდში: ყველაზე პოპულარული და მარტივი პროცედურა. შესაბამისი ორსულობის ტესტის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებსა და ზოგიერთ სუპერმარკეტშიც კი. დილის პირველ შარდში ჩატარებული ორსულობის ტესტი გვაძლევს ქორიოგანოდოტროპული ჰორმონის თვისობრივი (ხარისხობრივი) დეტექციის საშუალებას და გვაძლევს პასუხს შეკითხვაზე ხართ თუ არა ორსულად.

ორსულობის ტესტი სისხლში: სრულდება ლაბორატორიაში სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით და გვაძლევს პასუხს ხართ თუ არა ორსულად (თვისობრივი ტესტი) და იმავდროულად გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ ორსულობის სავარაუდო ვადები და განსაკუთრბულ შემთხვევებში მოვახდინოთ ორსულობის მიმდინარების მონიტორინგიც (რაოდენობრივი ტესტი). ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით მიაკითხეთ მხოლოდ პროფესიონალებს, სადაც ლაბორატორიული გამოკვლვევა ტარდება მოდერნიზებულ ანალიზატორზე ულტრასენზიტიური და სპეციფიური ტესტ-სისტემის გამოყენებით.

გილოცავთ! – თქვენ ორსულად ხართ. Eეხლა როდესაც თქვენი ორგანიზმი ახალ სიცოცხლეს ატარებს, თქვენ მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ. Uუფრო მეტი ყურადღება თქვენი ჯანმრთელობისაკენ. Nნაყოფს ნომალური განვითარებისათვის ჯანმრთელი დედის ორგანიზმი ესაჭიროება. თქვნი პატარა, უხილავი არსება, ხდება თქვენი დღის რეჟიმის და წეს_ჩვეულებების მარეგულირებელი.

თქვენი პირველი ნაბიჯი – მიაკითხეთ გამოცდილ ექიმ მეან-გინეკოლოგს, რომელთანაც რეგულარული, პრენატალური ვიზიტები საშუალებას მოგცემთ თვალყური ადვენოთ თქვენს და თქვენი პატარას ჯანმრთელობას.

იკვებეთ სწორად!

მიირთვით არა გემრიელი, რაც თქვენ გიყვართ საკვები, არამედ სასარგებლო, რაც ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის არის საჭირო და აუცილებელი.

 “ვიტამინების მიღების დროა”: ბავშვობაში დედა გახსენებდათ  და თქვენც, დამჯერი შვილი, რუდუნებით ასრულებდით დედის თხოვნას. ახლა კი მსგავს “დირექტივას” ის უხილავი არსება იძლევა, რომელიც თქვენს ორგანიზმში ბინადრობს და ამჯერად, როგორც დამჯერი დედა რუდუნებით უნდა დაემორჩილოთ მას. ვიტამინები და მინერალები – აუცილებელია თქვენი პატარას ნორმალური განვითარებისათვის. (Mმაგ., ისეთი მინერალები როგორიცაა კალციუმი და რკინა ეხმარება თვენს პატარას კანის, ძვლების,  კბილების ნორმალურად განვითარებში, A და C ვიტამინები კი სასიცოხცლო დანიშნულების ისეთი ორაგნოების ფორმირებასა და განვითარებისათვიაა საჭირო,, როგორიცაა გული და ფილტვები)

       ამოიღეთ კვების რაციონიდან მაღალკალორიული ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარი საკვები, მოერიდეთ დიდი რაოდენობით გლუკოზის (შაქრის) აქტიურად მიღებას. იკვებეთ ჯერადად და მცირ-მცირე ულუფებით და მხოლოდ სასარგებლო საკვებით. გახსოვდეთ ის ფაქტიც, რომ ყველანაირი დაბალკალორიული და სასარგებლო საკვები შეიძლება გახდეს ზიანის მომტანი თუ მას, უკონტროლოდ, დიდი რაოდენობით მიიღებთ. (ზედმეტი წონა ავნებს, როგორც თქვენს სხეულს, ისე ნაყოფს და რაც მთავარია, გაგიძნელებთ მშობიარობის პროცესს)

      კვების რაციონში შეიტანეთ ხილი და ბოსტენული, რძე და რძის პროდუქტები, ხორცი და თევზი (მოხარშული).

      ისეირნეთ და იმოძრავეთ სუფთა ჰაერზე, რაც შეიძლება მეტად, გახსოვდეთ რომ თკვენ სეირნობთ, მანადმე მოციონი საიმოვნებას განიჭებთ და არა ძალდატანებით დაღლამდე.

      თამაბქო ავნებს ცოცხალ ორგანზმს. ორსულობის დროს თამბაქო ორმაგად მოქმედებს. გავნებთ თქვენ და თქვენს ორგანიზმში მობინადრე პაწაწინა არსებას.

       მოერიდეთ მაქსიმალურად კოფეინის შემცვლელ პროდუქტებს (ყავა, მუქი, ჩაი, შოკოლადი და ა.შ). ძალინ გიყვართ დილით ფინჯანი ყავა, ერთი ჭიქის შემდეგ გრძნობთ, რომ თვალები გეხილებათ, მობილიზებული ხდებით, ტონუსში მოდიხართ და ბევრად უფრო ენერგიულ ქალბატონად გვევლინებით. წარმოიდგინეთ, რომ კოფეინი  თქვენს პატარაზეც მსგავსი ეფექტით მოქმედებს და ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი და გაუცნობიერებელი რამხელა ემოციური და ფიზიკური სტრესის ქვეშ იმყოფება.

      ალკოჰოლი (ღვინო, არაყი, ლუდი) გარკვეულწილად შეიცავს ტოქსიურ ნივთიერებას, რომლიც აქტიურად გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს და შესაძლებელია მოხდინოს უარყოფითი ეფექტი ჯერ ნაყოფზე, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება და სათუთია ყველანაირი არასახარბიელო ზემოქმედებისათვის. ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლს,  განსაკუთრებით კი პირველ ტრიმესტრში(პირველი სამი თვე, როდესაც მიმდინარეობს სასიცოცხლო ორგანოების ფორმირება)

 მედიკამენტები: ყველა მედიკამენტს ახასიათებს გვერდითი ეფექტი. უმრავლესობა გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს და მოქმედებს, როგორც თქვენ ორგანიზმზე ისე ნაყოფზე. ამიტომ ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას და ბანალურ გაციების დროსაც კი მიაკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს და მხოლოდ მისი რჩევისა და რეკომენდაციის საფყუძველზე მიიღეთ სათანადო პრეპარატი.

    ექიმის რჩევით ჩაიტარეთ დროულად და შესაბამისი სქემით გამოკვლვევბი (ლაბორატორიული და ინსტრუმენტული):

სისხლის საერთო ანალიზი;

შარდის საერთო ანალიზი;

სისხლის ჯგუფი და რეზუსი;

ულტრასონოგრაფიული კვლევა –  ნაყოფის მონიტორიგი

ალფა ფეტოპროტიენის განსაზღვრა – (ორსულობის 15-18 კვიორაზე) ნერვული სისტემის განვითარებისა და დაუნის სინდრომის განვითარების მონიტორიგისათვის.

“სამმაგი ტესტი – თრიპლე ტესტ” ალფაფეტოპროტეინი, ესტრიოლი და ადამინის ქორიოგონადოოტროპული ჰორმონის ერთდროული განსაზღვრით ნერვული სისტემას განვითარებისა და დუანის სინდრომის, ქრომოსომული ანომალირების სავარაუდო დიაგნოსტიკისათვის

 უნდა გვახსოვდეს, რომ გარდა ზემოთჩამოთვლილი ტესტებისა, სანამ გადასწყვეტთ ბავშვის გაჩენას, უნდა ჩატარდეს რუტინული ლაბორატორიული გამოკვლევები, რაც საშუალებას მოგვცემს  თავიდან ავიცილოთ ნაყოფის განვითარების დარღვევები, გართულებები და სხვადასხვა პათოლოგიის განვითარება. გახსოვდეთ, რომ ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაიტაროთ მხოლოდ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიულ შედეგს ეყრდნობა თქევნი კურატორი ექიმი, რომელიც გადასწყვეტს თქვენი ჯანმრთელობის მართვას ოსრულობის პერიოდში, ამიტომ არაპროფესინალებთან შესრულებული ლაბორატორიული კველევისას მიღებული ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი შედეგი შესაძლებელია სავალალო აღმოჩნდეს არამარტო თქვენთვს, არამედ ნაყოფისთვისაც.

ორსულობამდე ჩასატარებელი სავალდებულო რუტინული ლაბორტორიული ტესტებია ისეთი ინფექციების იდენტიფიკაცია, როგორიცაა:

აივ ინფექცია,

სიფილისი

გონორეა, ქლამიდიოზი;

B და C ჰეპატიტი;

TORCH ინფექციები – ტოქსოპლაზმოზი (TO), ციტომეგალოვირუსი ( C ) წითურა ( R ) ჰერპეს ვირუსი (H)

წითელა

     საშვილოსნოს ყელის და საშოს პრობლემების თავიდან აცილების მიზნით უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური კოლოპოსკოპიური გამოკვლვეა,PPAP ტესტი და ვაგინალური ნაცხის ბაქტრიოლოგიური გამოკვლვეა. დროულად ჩაიტარეთ მკურნალობა პრფესიონალ ექიმ გინეკოლოგთან, რომ ორსულობის პერიოდში მაქსიმალურად იყოთ დაცული გართულებებისაგნ.  ორსულობა ქალი ცხოვრებაში ერთერთი სათუთი და საპასუხისმგებლო პერიოდია. გახსოვდეთ, რომ თქვენი ემოციური და ფიზიკურ სტატუსი გადაეცემა თქვენს პატარას და ის უხილავი არსებაც თქვენი ემოციებით ცხოვრობს: სტკივა თქვენი ტკივილი, მხიარულია დადებითი ემოციების დროს. ამიტომ თქვენ და თქვენი ახლობლები მაქსიმალურად ეცადეთ გვერდი აუაროთ უარყოფით ემოციებს, შეიგრძენით სისოცხლე მისი მშვნიერებით და სილამაზით და დაიმახოვრეთ, რომ თქვენ ერთი ახალი მშვენიერი და ლამაზი სიცოცხლის დასაბამი ბრძნდებით, რაც კიდევ უფრო ლამაზს და ბედნიერ ქალბატონად გაქცევთ.

Leave a reply