ფიზიოთერაპია – როდის გვჭირდება და რატომ გვინიშნავენ?
მოულოდნელი ტრავმის ან სხვა ტიპის დაზიანების მიერ გამოწვეული ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა განსაკუთრებული სტრესია. ამ დროს, პირველ რიგში, ის აზრი გვიტრიალებს, როგორ შეიძლება ჩავდგეთ ფორმაში და დავიბრუნოთ ცხოვრების ჩვეული რიტმი?! სავარაუდოდ თქვენთვისაც ცნობილია მსგავს შემთხვევებში სამედიცინო დახმარების ჩვეული ჯაჭვი:
- ტრავმატოლოგთან ვიზიტი
- შესაბამისი რენტგენოგრაფიული თუ ექოსკოპიური კვლევების ჩატარება
- მკურნალობის დანიშვნა
- რეაბილიტოლოგთან ან/და ფიზიოთერაპევტთან ვიზიტი
ცოტამ თუ იცის, რომ ამ უკანასკნელთან ვიზიტის საჭიროება მაშინაც დგება, როცა საქმე არა ტრავმასთან, არამედ კონკრეტული ორგანოების ან ორგანოთა სისტემის დაზიანებასთან გვაქვს. მაგალითად, თუ ნერვული დაბოლოებების ანთებითი პროცესი განვითარდა და ფეხის ქუსლებზე დგომა გიჭირთ, შესაძლებელია ნევროლოგმა ფიზიოთერაპევტთან გადაგამისამართოთ. არ გაგიკვირდეთ, თუ სახსრის ტკივილს მხოლოდ შინაგანად გრძნობთ და სხეულის დაზიანება ვიზუალურად არ ჩანს, მაგრამ რევმატოლოგმა ფიზიოთერაპიის კურსი დაგინიშნათ.
ფიზიო-ლაზეროთერაპია ეს არის უმოკლესი გზა სწრაფი გამოჯანმრთელებისკენ, გვერდითი მოვლენებისა და გართულებების გარეშე. იგი წარმოადგენს მკურნალობის, პრევენციისა და რეაბილიტაციის მაღალეფექტურ, უსაფრთხო და საუკეთესო საშუალებას. ეფექტურად გამოიყენება რამოდენიმე ასეული დაავადებისა და კლინიკური სინდრომების სამკურნალოდ განურჩევლად ასაკისა, რა დროსაც ასევე ხელს უწყობს მომავალში ავადმყოფობის რისკის შემცირებას.

სამედიცინო ცენტრი „ციტოს“ ფიზიო-ლაზეროთერაპიის კაბინეტი გთავაზობთ შემდეგ პროცედურებს.
ფიზიოთერაპია – ულტრაბგერითი თერაპია, ულტრაფონოფორეზი, გალვანიზაცია, ელექტროფორეზი, ელექტროსტიმულაცია, ამპლიპულსოთერაპია, ულტრამაღალი სიხშირის ელექტროველი, კვარცი, RF ლიფტინგი, პრესოთერაპია, დარსონვალიზაცია.
ლაზეროთერაპია – წითელი და ინფრაწითელი ლაზეროთერაპია, მაგნიტოლაზეროთერაპია, ვაგინალური ლაზეროთერაპია, ინტრავენური ლაზეროთერაპია, ტრანსდერმული ლაზეროთერაპია, ვაკუუმლაზეროთერაპია, ლაზეროპუნქტურა, მატრიქსი.
ფიზიოთერაპული პროცედურების დანიშვნა დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ინდივიდუალურ საჭიროებაზე, რომლის განსაზღვრაც შესაბამისი კომპეტენციის ექიმის (ტრავმატოლოგი, რევმატოლოგი, ორთოპედი, ნევროლოგი და სხვა) კომპეტენციაა.
„ციტოს“ ექიმი ფიზიო-ლაზერთერაპევტი ლალი კალანდაძე სხვა ექიმ-სპეციალისტებთან ერთად შეგირჩევთ თქვენთვის აუცილებელ მკურნალობის კურსს.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
Leave a reply