PAP ტეტსი

დღეს დაძაბული  ცხოვრების რითმის აყოლა საკმოდ რთულია.

ყოველდღიური რუტინული საქმე, ყოველდღიური პრობლემები, ქალაქის ხმაური, ტელევიზიითა თუ პრესით მიღებულ ინფორმაცია, არასწორი ცხოვრების წესი, არასწორი კვება.

ენერგია თანდათანობით გეცლებათ, თქვენ როგორც ადრე, ისეთი მობილიზებული აღარ ხართ. ადვილად იღლებით, ყველაფერი გაღიზიანებთ. დრო გარბის, თქვენ ასაკი გემატებათ. პრობლემები სულ უფრო მეტად და მეტად იჩენს თავს.

არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. პირიქით გათავისუფლდით, მოუწყვეთ საკუთარ თავს სიურპიზები და დღესასწაულები. მოიწვიეთ მეგობრები. გახსოვდეთ, რომ თქვენი დადებითი მუხტი, თქვენს ახლობლებსაც გადაეცემა და დადებითი აურა ყოველდღიურ რუტინას გაგიადვილებთ. მთავარია, რომ საკუთარ თავს მეტი თავისუფლება და სილაღე მისცეთ. ისწავლეთ სტრესის მართვა. იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით და ცხოვრება მალე მშვენიერი გახდება.

•           იკვებედ სწორად

“ დღეში ერთი ვაშლი თქვენ ექიმისკენ მიმავალ გზას დაგავიწყებთ” იკვებეთ მხოლოდ ჯანსაღი, ნაკლებ კალორიეული და ცხიმიანი  პროდუქტებით. ბალანსირებული და რაციონალური კვება, სიმსივნეებისა და სხა ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და ა.შ) განვითარების რისკს შეამცირებს.

•           იმოძრავეთ

სამსახურში თუ სახლში ყოველდღიურად თქევნ ერთიდაგივე საქმინაობით ხართ დაკავებული. დამღლელი საქმიანობის შემდეგ ქუჩაში გამოდიხართ, სიბნელეა და თქვენ ერთი სული გაქვთ სახლში მიხვიდეთ. ძალინ მცირე მანძილიც კი ძალინ გრძელი გეჩვენებათ და თქვენც უნებურად ტრანსპორტიკენ მიდიხართ. სახლშიც საქმიანობას მორჩებით და ტელევიზორს მიუჯდებით. ხშირად სამსახურიდან გამოსული არც კი დაფიქრებულხართ, ფეხით გაიაროთ ქუჩის სულ მცირე მონაკვეთიც კი. დააკვირდეთ როგორ იცვლება თქვენს გარშემო ბუნება. რამდენი ხანია არ გაგისეირნიათ პარკში. არ ჩამომჯდარხართ და არ დამტკბარხართ ბუნების სიმშვიდით. არ არის საჭირო ფიტნესს კლუბში ჩაეწეროთ ორშაბათიდან. თქვენ დღეს გადადგით პირველი ნაბიჯი და სახლისკენ ფეხით გაისეირნეთ. თან დააკვირდით ქუჩის ცხოვრებას. მიიღეთ დადებითი მუხტი ლამაზად გაფორმებული მაღაზიებისგან, გამხიარულდით ახალგაზრდების ჟრიამულით. დაბრუნდით ცოტა ხანი წარსულში, ის ხომ ისეთი უპრებლემო და ლაღი იყო.  ყოველდიურ წესად დაამკვიდრეთ, რომ სულ მცირე 30 წუთი ფეხით ისეირნოთ. ეს თქვენ არც დროს წაგართმევთ და არც დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ისეირნეთ მხოლოდ სეირნობისათვის, მიეცით თავს რელაქსაციის უფლება

•           აღარ გაიხედოთ სიგარეტის კოლოფისკენ

პრობლემა გაჩნდა? თქვენი პირველი რეაქცია, კოლოფიდან სიგარეტის ამოღება. და ეს მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება. თანდათან კი ეს ჩვევაში გადადის და თქვენ ვერც კი გრძნობთ როგორ თავდება კოლოფი. იმ წუთს ეს თქვენი რელაქსის საფუძველია, არ უფიქრდებით, რომ ეს არამარტო თვენ, არამედ თვენს გარშემო მყოფთა ჯანრთელობას საფრთხეს უქმნის. ეწევით? დაანებეთ თავი დღესვე. ცხოვრება სიგარეტის გარეშეც მშვენიერია. პრობლემებს მის გარეშეც გადალახავთ.

•           პეირიოდულად მიმართეთ თქვენს ექიმს

დაამკვიდრეთ ცხოვების წესად წელიწადში ერთხელ მაინც შეისწვლოთ საკუთარი თავი. ძალინ ხშირად  დაავადებები საწყის ეტაპზე კლინიკური სიმპტომების გარეშე და სუბიექტური ჩივილების გარეშე ვითარება, რაც იმის საფუძველი ხდება თქვენ  ყურადრებას არ აქცვეთ თქვენს  მდგომარეობას და ექიმთან მიდიხართ მას შემდეგ, როდესაც სიმპტომები თავს იჩენს. ზოგიერთ შემთხვევაში კი სიმპტომები ძალინ გვიან ჩნდება და შედეგებიც არასახარბიელოა. 

პერიოდულად აუცილებელია ქმედება რომელიც თქვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს: ექიმთან ვიზიტი, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება რაც დაავადების საწყის ეტაპზე  დიაგნოსცირების, მკურნალობის დროულად დაწყების, დაავადების პრევენციის საშუალებას იძლევა. 

    ნუ გამოიჩენთ ინიციატივას და ნუ დაიწყებთ მკურნალობას სამედიცინო წიგნებში, პოპულარულ ჟურნალებში, ამოკითხული მედიკამენტებით ნუ გაიზიარებთ  მეგობრების და მეზობლების რჩევებს და ნუ გაიმეორებთ მათი მკურნალობის კურსს. ეს თქვენ სავალალო შედეგებამდე მიგიყვანთ.

 გახსოვდეთ რომ თითოეული ადამინი განუმეორებელია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს მკრნალი ექიმის მხრიდან

ასაკი, ცხოვრების სტილი, არსებული გარემო პირობები განსაზღვრავს  თუ რა სიხშირით უნდა მიმართოთ პროფილაქტიკურ გასინჯვებს და გამოკვლევებს, რომ თავიდან ავიცილოთ სხადასხვა დაავადებების და პათოლგოიების განვითარება: როგორიცაა, სარძევე ჯირკვლის სიმსივენე სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემები, სქესობრივად გადამდები დაავადებები და ა.შ,

შეისწავლეთ თქვენი სხეული. რეგულარულად ხელით გაისინჯეთ სარძევე ჯირკვლები და პერიოდულად მიაკითხეთ ექიმ-მამოლოგს და გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები

სქესობრივ ცხოვრების დაწყებისათანავე მიმართეთ პროფესიონალ ექიმს (გინეკოლოგს). იგი თქვენი ჯანმრთელობის მეთვალყურეა. მხოლოდ მისი  რჩევით და რეკომენდაციით ჩაიტარეთ გამოკვლევები და მკურნალობის კურსი.

დასავლეთში უკვე დიდი ხანია წესად იქცა აქტიური სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში PAP ტესტის ჩატარება.

PAP ტესტი PAPმოწოდებულია საშვილოსნოს ყელის სიმსივნის   სკრინინგისათვის. PAP ტესტი საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაში მოვახდინოთ უჯრედების პათოლოგიური ცვლილებები, რაც დასაბამს აძლევს საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გავითარებას.

PAP ტესტის ჩატარება სასურველია რეგულარულად წელიწადში ერთხელ, თუმცა ტესტის ჩატარების  სიხშირეს ხანდახან განსაზღვრავს თქვენი ასაკი და იმ რისკ ფაქტორების არსებობა, რომლებიც იწვევენ სიმსივნეების განვითარებას.

Pაპ ტესტთან ერთობლიობაში საურველია ჩიატრდეს კოპლოსკოპიური კვლევა (სპეციალური მიკროსკოპის (კოლპოსკოპის) საშუალებით საშვილოსნოს ყელის და საშოს დათვალიერება). კოლპოსკოპია ექიმს აძლევს  საშუალებას  დაათვალიეროს საშოს და საშვილოსნოს ყელის სტრუქტურა, მოახდინოს ისეთი ცვლილებების იდენტიფიკაცია როგორიცაა ჭეშმარიტი ერზოია, ფსევდოეროზია, დისპლაზიები, საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზის, პოლიპოზების იდენტიფიცირება. მოახდინოს ანთებითი პროცესებისა და ინფექციებისათვის დამახასიათებელი სურათის ვიზუალიზაცია. ხშირად PAP ტესტი და კოლპოსკოპია ინფომაციულ ტანდემს ქმნის. კოლპოსკოპიის დროს გინეკოლოგის მიერ PAP ტესტისათვის მასალის მიზნობრივი აღება ზრდის დიაგნოზის დასმის სიზუსტეს. ამავდროულად აუცილებელია ჩავიტაროთ ლაბორატორიული გამოკვლევბი სქესობრივად გადამდები დააავადებების (როგორიცაა ტრიქომონიაზი, გონორეა, ქლამიდიოზი, სიფილისი, აივ ინფექცია და ა.შ) დიაგნოსტირებისათვის. ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად მიმართეთ მხოლოდ პროფესიონალებს.  გვახსოვდეს რომ მხოლოდ კვლაფიციური შემსრულებლები და ულტრა მგძნობიარე და მაღალსპეციფიური ტესტ –სისტემების ერთობლიობა განსაზღვრას ტესტის შედეგის სიზუსტეს.

ნუ დაზოგავთ თანხას თქვენი ჯანმრთელობისათვის. 

არავითარ შემთხევეაში არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და პროცედურების ჩატარება. მითუმეტეს რომ ეს არავითარ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული. ზემოთ აღნიშნული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები  უმტკივნეულოა და შედგად გვაძლევს ჩვენი ჯანმრთელობის რეალურ სურათს. არ ვიფიქროთ, რომ პრობლემა სხვაგან შორს არსებობს და მე არ შემეხება. პირიქით, დროულად ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, მაქსიმალურად დავიცვათ საკუთარი თავი, ვისწავლოთ სტრესის მართვა და ფიზიკური და მენტალური  პრობლემებიც მართლაც, რომ სხვაგან შორს დარჩება.

Leave a reply