დისტანციური კონსულტაცია პაციენტს საშუალებას აძლევს, მიიღოს საფუძვლიანი რჩევები მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული ექიმებისგან. ექიმსა და პაციენტს შორის მედიუმად გამოიყენება ინტერნეტ სივრცე. ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან ვიდეო ან სატელოფონო ზარის მეშვეობით. კონსულტაციის დროს, პაციენტს საშუალება აქვს, ამომწურავი და დროული პასუხი მიიღოს მის მიერ წამოჭრილ საკითხზე შესაბამისი პროფილის ექიმისგან.
კონსულტაციის დროს, სასურველია, როგორც ექიმის, ასევე მომხმარებლის მხრიდან გარკვეული სტანდარტის დაცვა. რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს შეუფერხებელ და ხარისხიან მომსახურეობას. სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ასევე უკვე დაგეგმილი ონლაინ ვიზიტის გადაჯავშნა. მიზეზებად შეგვიძლია განვიხილოთ ტექნიკური გაუმართაობა, ექიმის შეუძლოდ ყოფნა და ა.შ, ასეთ შემთხვევაში ვიზიტის გადატანა ხდება პაციენტთან შეთანხმებით, მისთვის სასურველ დროს.