პირადი ექიმის, ანუ თერაპევტის მნიშვნელობა ჯამრთელობის შენარჩუნების გზაზე

ჯანმრთელობაზე ზრუნვა უწყვეტი პროცესია. ეს გულისხმობს, როგორც მენტალური და ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებას, ასევე სამედიცინო სერვისების დროულ მიღებას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თერაპევტი, ანუ პირადი ექიმი, ასრულებს.

დღევანდელ სტატიაში, ვეცდებით, უკეთ გაგაცნოთ მისი კომპეტენცია.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ექიმი-თერაპევტი ნებისმიერი ასაკის პაციენტს ესაჭიროება, ჩვილსა თუ ზრდასრულს. ეს არის ჯანდაცვის ის პირველი რგოლი, რომელსაც ზოგადი ჩივილებით ვაკითხავთ (თავის ტკივილი, მუცლის ღრუს ტკივილი, უმადობა, უხასიათობა, დაღლილობის შეგრძნება და სხვა). პირადი ექიმი მეტად უნივერსალური კადრია, არ არის ვიწრო-სპეციალიზაციის, კონკრეტული პროფილის მქონე სპეციალისტი. მას აქვს ფართო ცოდნა: იმუნიზაციის, შინაგანი ორგანოების, რუტინული კვლევების, სხვადასხვა პათოლოგიების, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ. შესაბამისად, მისი კომპეტენციაა, დაადგინოს კავშირი თქვენს ჩივილსა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს შორის.

ექიმი-თერაპევტის სამუშაო დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • პირველ რიგში, აგროვებს პაციენტის ანამნეზს
  • კარგად ეცნობა მის სამედიცინო ისტორიას
  • შესაძლოა, ჩაატაროს ფიზიკური კვლევები (ფილტვების მოსმენა, ორგანოების ხელით გასინჯვა და ა.შ)
  • საჭიროების შემთხვევაში, ნიშნავს ლაბორატორიულ ან ინსტრუმენტულ კვლევებს
  • ასევე, შესაძლოა გადაამისამართოს პაციენტი კონკრეტული მიმართულების სპეციალისტთან ან თავად დანიშნოს მკურნალობა შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე.

ასევე, პირადი ექიმის კომპეტენციაშია, ზოგიერთი ტიპის გრიპისა და ქრონიკული დაავადების მკურნალობა.

ისინი აღმოუჩნენ პაციენტს გადაუდებელ დახმარებას შემდეგი საჭიროებებისას:

  • ასთმური შეტევები
  • მაღალი ტემპერატურა
  • ორგანიზმის დეჰიდრატაცია
  • გაციება
  • კუნთის დაჭიმულობა და სხვა.

გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამ მიმართულების ექიმები ფლობენ დეტალურ ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ და მონიტორინგს უწევენ მას, დიდია მათი როლი დაავადებათა პრევენციის საკითხში. ისინი აწვდიან პაციენტს ინფორმაციას რუტინული საპროფილაქტიკო კვლევების შესახებ. დეტალურად უხსნიან იმუნიზაციის მნიშვნელობასა და სიკეთეებს. აძლევენ რეკომენდაციას დიაბეტის, სექსუალური გზით გადამდები ინფექციების, სიმსივნეებისა და სხვადასხვა ტიპის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. აცნობენ ინფორმაციას გავრცელებული პათოლოგიების რისკ-ფაქტორების შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, აკვირდებიან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დროის სხვადასხვა შუალედში და, საჭიროების შემთხვევაში, ნიშნავენ შესაბამის კვლევებს. თავადაც მიხვდებოდით, ექიმი-თერაპევტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა სამედიცინო დაწესებულებაში. მისი სწორი შერჩევა და მუდმივი კომუნიკაცია კი პაციენტის უპირველესი პრიორიტეტია.

სამედიცინო ცენტრ ციტოს თერაპევტები მედიცინის თანამედროვე გაიდლაინების პრაქტიკაში გამოყენებით ახდენენ პაციენტების დაავადებების პრევენციას და მართვას.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply