„ციტო“ მიკრობიოლოგიის დარგის განვითარებისთვის სტიპენდიას აწესებს

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს, რომლის მიზანია სამედიცინო მიკრიობიოლოგიის დარგის განვითარებაში წვლილის შეტანა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებში. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც არის საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის რეზიდენტურის სტუდენტი. სტიპენდიის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა დაწერონ აბსტრაქტი (მოცულობა: 1-2 გვერდი) თემაზე: ანტიბიოტიკორეზისტენტობა – განსაზღვრის მეთოდების ძირითადი საფუძვლები