სიახლეები – გვერდი 2 – სამედიცინო ცენტრი ციტო
    • მაისი 19, 2021

    COVID-19-ის ანტისხეულების რაოდენობრივი კვლევა „ციტოში“

    სამედიცინო ცენტრ „ციტოში “ სიახლეა! ჩვენ გთავაზობთ SARS-CoV-2 ანტისხეულების რაოდენობრივ კვლევას სისხლში! მეორე გენერაციის ტესტი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს Spike პროტეინის S1 სუბ-ერთეულის RBD (რეცეპტორის შემბოჭველი დომენის) მანეიტრალიზებელი IgG. ანალიზის საკვლევი მასალაა ვენური სისხლი და თბილისში ჩაბარებული მასალის შემთხვევაში პასუხი იმავე დღეს გაიცემა, ხოლო რეგიონის ლაბ ექსპრესებში ჩაბარებული მასალის პასუხი პაციენტებს მომდევნო დღეს ეცნობებათ. ტესტირება ტარდება

    • აპრილი 30, 2021

    „ციტო“ აღდგომას ქველმოქმედებით ხვდება

    სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ზრუნავს ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და გვერდით უდგას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. წელს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 ოჯახს ვეწვიეთ: დევნილობაში მყოფი ოჯახი, ხანდაზმული ბებია, რომელიც დაობლებულ შვილიშვილს ზრდის, შეზღუდული რესურსის მქონე მრავალშვილიანი დედა – რეალობა, რომელიც თითოეული ოჯახის ზღურბლს მიღმა  დაგვხვდა, საკმაოდ მძიმეა, თუმცა

    • აპრილი 21, 2021

    „ციტო“ მიკრობიოლოგიის დარგის განვითარებისთვის სტიპენდიას აწესებს

    სამედიცინო ცენტრი „ციტო“ აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს, რომლის მიზანია სამედიცინო მიკრიობიოლოგიის დარგის განვითარებაში წვლილის შეტანა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებში. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც არის საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის რეზიდენტურის სტუდენტი. სტიპენდიის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა დაწერონ აბსტრაქტი (მოცულობა: 1-2 გვერდი) თემაზე: ანტიბიოტიკორეზისტენტობა – განსაზღვრის მეთოდების ძირითადი საფუძვლები

    • აპრილი 8, 2021

    „ციტოს“ Sars Cov 2-ის (COVID-19) ტესტირების საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა

    სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია Covid-19 ინფექციის გამომწვევი Sars Cov 2 ვირუსის პჯრ (PCR) მეთოდით კვლევის მიმართულებითაც მიიღო. Ansi National Accreditation Board-ის გარე აუდიტის ფარგლებში ყოველწიური შეფასება დასრულდა და „ციტოს“ ლაბორატორიული კვლევების სამსახურმა წარმატებით გაიარა „ISO 15189:2012/15: სამედიცინო ლაბორატორიები – მოთხოვნები ხარისხისა და კომპეტენციის აუდიტის ფარგლებში არცერთი შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ლაბორატორია

    • მარტი 22, 2021

    „ციტომ“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნა

    21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღისადმი ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შესატანად სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ ორშაბათს მისულ პაციენტებს დღის სიმბოლო – ჭრელი წინდები გადაეცათ, რითაც კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ამასთან, ჩვენი პაციენტების სახელით წინდების ღირებულება დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარებისა და განათლების პროგრამაში 7+ გადავრიცხეთ. მედიცინისთვის ჯერ

    • მარტი 8, 2021

    ქალთა დღეები „ციტოში“

    „ციტოს“ პაციენტ ქალებს 3 და 8 მარტს ქალთა დღეების აღსანიშნავად, სამედიცინო ცენტრის ვიზიტისას, სასიამოვნო საჩუქარი – 30%-ანი ფასდაკლების ბარათები გადავეცით შემდგომ კვლევებზე გამოსაყენებლად. აქტივობის ფარგლებში 100-მდე ბარათი გაიცა.ფასდაკლების 10 და 50%-ან ბარათებს ჩვენს ერთგულ პაციენტებს მუდმივად გადავცემთ „ციტოს“ სამედიცინო ცენტრსა და ლაბ ექსპრესებში ერთი ან ხუთი ვიზიტის შემდეგ.

    • თებერვალი 1, 2021

    ონკომარკერების კვლევა სპეციალურ ფასად

    კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მხოლოდ 4 თებერვალს, სამედიცინო ცენტრი „ციტო“ გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად და საჭირო ონკომარკერების კვლევის პაკეტებს ფასდაკლებით! კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს პაციენტის ექიმი. დიაგნოსტიკის მიზანი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ანამნეზის მიხედვით სხვადასხვაა. კვლევა ინიშნება სიმსივნის მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად ან უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგისთვის. ასევე, სიმსივნური მარკერების განსაზღვრას, სხვა კვლევებთან კომბინაციაში

    • იანვარი 30, 2021

    რკინადეფიციტური ანემიის პროფილის კვლევა „ციტოში“

    სამედიცინო ცენტრი „ციტო“ მორიგ სიახლეს გთავაზობთ. თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვლევა რკინადეფიციტური ანემიის პროფილზე, რომელშიც შედის შემდეგი ანალიზები: რკინა, ფერიტინი, ტრანსფერინი და სისხლის საერთო.პროფილის ღირებულებაა 120 ლარი. ანემიას სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება იწვევს. დაავადების მრავალი ფორმა არსებობს და მათი ნაწილი სრულიად შეუმჩნევლად, ნაწილი კი გამოხატული დაღლილობით, ფერის დაკარგვით, შრომისუნარიანობისა და კონცეტრაციის შესუსტებით მიმდინარეობს.