ლაბორატორიის მედიცინის მნიშვნელობა თანამედროვე ჯანდაცვაში

იცოდით, რომ მთელს მსოფლიოში, 18-24 აპრილს სამედიცინო ლაბორატორიის თანამშრომელთა კვირეული აღინიშნება? ერთი შეხედვით „უჩინარი“ პროფესიონალების დახმარებით ნებისმიერი მსჯელობა, შესაძლოა დიაგნოზად გარდაიქმნას. ლაბორატორიის ხარისხი მთლიანი სამედიცინო ცენტრის მუშაობის სანდოობას განსაზღვრავს.

ლაბორატორიების დაარსებისა და განვითარების ისტორია, სამედიცინო ევოლუციადაც შეიძლება შეფასდეს. გზა ემპირიულ ცოდნასა და ექსპერიმენტულ ტექნიკებზე გადის და ამტკიცებს, რომ სწორედ ამ რგოლის ჩამოყალიბებით იქცა ჰიპოთეტური მეცნიერება დასაბუთებად და მეტად ზუსტ დარგად.

ჰიპოკრატე (ქრ.შ-მდე 460-355 წ.) პაციენტთა შარდის მახასიათებლებს აღწერს, ხოლო გალენი (ქრ.შ-დან 129-200 წ.) ამატებს, რომ შარდი არის სისხლის მფილტრავი და შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც დაავადებათა ლოკაციის მაჩვენებლი. საბოლოოდ, სწორედ შარდის ანალიზი გახდა პირველი „მასალის ლაბორატორიული კვლევა“.

ისტორიული ფაქტებით თავი რომ არ შეგაწყინოთ, აღვნიშნავთ, რომ ლაბორატორიული მედიცინის კვლევის სფეროს წარმოადგენს ორგანიზმის ბიომასალის მორფოლოგიური, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, გენეტიკური და სხვა პარამეტრების თვისობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა. ექიმს დიაგნოზის დასასმელად და გასამყარებლად საჭირო ინფორმაციის 70%-მდე, სწორედ სამედიცინო ლაბორატორიიდან მიეწოდება.

ლაბორატორიის ექიმები ბიოლოგიური მასალის სინჯებს იკვლევენ დამხმარე აპარატურისა და ტექნოლოგიების დახმარებით. მასალის კვლევა შესაძლოა მიმდინარეობდეს სხვადასხვა თავსებურების განსაზღვრისთვის, მაგალითად: ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური, გენტიკური თუ ციტოლოგიური პარამეტრების მიხედვით. ეს დამოკიდებულია ექიმის მიმართვაზე და მკურნალობის დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციაზე.

ერთი მხრივ, საკმაოდ კომპლექსური საქმიანობა დიდ ყურადღებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს, მეორე მხრივ, დამხმარე აპარატურის სათანადო სტანდარტსა და მუშაობის სიმძლავრეს. სწორედ ამ მახასიათებლების მიხედვით, საქართველოში გამორჩეულ ადგილს იკავებს სამედიცინო ცენტრი „ციტო“, რომელიც 1997 წელს დაარსდა ნათია შავდიას მიერ და პირველი საერთაშორისოდ აკრედიტებული ლაბორატორია გახდა საქართველოში.

გასაკვირი არ არის, რომ სიახლეების დანერგვის სურვილით „ციტომ“ საერთაშორისო აკრედიტაციაზე გააკეტა განაცხადი და 2016 წლიდან მინიშებული აქვს Ansi National Accreditation Board-ის გარე აუდიტის კრედიტაცია.

ამასთან, წლებია, „ციტოში“ ლაბორატორიის ექიმების მომავალ თაობებს ვზრდით, ვაძლევთ საშუალებას იმუშაონ უდიდესი გამოცდილების მქონე, დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

Leave a reply