რა მოვიმოქმედოთ ორგანიზმში კენჭების დაგროვების თავიდან ასაცილებლად?!

სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ექიმი-უროლოგი გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, თირკმლის კენჭოვანი დაავადების პრევენციისთვის:

დალიეთ საკმარისი რაოდენობის სითხე 

თუ დღის მანძილზე სითხის არასაკმარის რაოდენობას იღებთ, ნაკლებია შარდის გამოყოფა. გაითვალისწინეთ, წყალი განაზავებს მიკროელემენტებს, რაც აფერხებს მინერალების კრისტალიზაციის პროცესს.

მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები დოზირებულად

იცოდით, რომ კალციუმის ჭარბი რაოდენობით მიღებისას, მისი ზედმეტი რაოდენობა თირკმელში გადადის, თუმცა დარღვეული შარდის გამოყოფის პირობებში უერთდება თირკმელში არსებულ ნარჩენ პროდუქტებს და  შესაძლოა კენჭი წარმოიქმნას. სწორედ ამიტომ, არ არის სასურველი ცილოვანი დიეტების ხანგრძლივი დროით დაცვა. მეორეს მხრივ, აუცილებელია რძის ნაწარმის, ანუ კალციუმით მდიდარი პროდუქტის ზომიერი მიღება.

გაიმდიდრეთ რაციონი ხილით და ბოსტნეულით

თირკმლის კენჭებისკენ მიდრეკილი ადამიანისთვის, რეკომენდებულია დღიურად 5 ულუფა ხილისა და ბოსტნეულის მიღება. აღნიშნული პროდუქტი მდიდარია კალიუმით, მცენარეული ბოჭკოთი, მაგნიუმით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რაც კენჭების ფორმირების ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევა.

შეამცირეთ მარილის მოხმარება

ნატრიუმი ქსოვილებში წყლის შეკავებას იწვევს. მარილის ჭარბი მოხმარებისას, ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსი თირკმელში ირღვევა, რაც შარდის ფილტრაციის პროცესს აფერხებს. გაითვალისწინეთ, CDC-ის მიერ რეკომენდებული მარილის დღიური დოზა 2,300 გრამია.

მოერიდეთ ოქსალატებით მდიდარ საკვებს

კალციუმის მიღებისას შარდში ოქსალატების დონე იკლებს, თუმცა აუცილებელია ამის გაკონტროლება.  ეს მჟაუმჟავა მარილებია და შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავებას შეუწყოს ხელი, შესაბამისად, არც მათი ჭარბი მიღებაა სასურველი. ოქსალატებს შეიცავს თითქმის ყველა მცენარეული  საკვები, თუმცა განსაკუთრებთ მდიდარია: ისპანახი, შოკოლადი, ყავა, ჭარხალი, სოიო და ა.შ.

მიიღეთ ნაკლები ცხოველური ცილა

თუ ორგანიზმი ცისტინის, ან კალციუმის ოქსალატის კენჭების წარმოქმნისკენ არის მიდრეკილი და შარდის მჟავიანობაც მომატებულია,  ექიმის რეკომენდაციაა მოერიდოთ ცხოველური ცილის მიღებას, თუმცა ეს არ გულისხმობს მის ამოღებას რაციონიდან.

ეწვიეთ „ციტოს“ უროლოგიის, ნეფროლოგიისა და რადიოლოგიის კაბინეტებს პროფილაქტიკური კვლევებისთვის და აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply