დრო არ ითმენს! – მსოფლიო ისევ ებრძვის ჰეპატიტს

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა, რომელსაც გამომწვევი მიზეზისა და ხანგრძლივობის მიხედვით განარჩევენ. შესაბამისად გვხვდება – პირველადი (ინფექციური) და მეორეული, სხვა ინფექციური დაავადების მიერ პროვოცირებული წარმომავლობის. ამავდროულად, ანთებითი პროცესი შეიძლება იყოს ქრონიკული, ან მწვავე.

ღვიძლის დაავადებებს საერთო სიმპტომები აქვს:

  • კანის სიყვითლე
  • მაღალი ტემპერატურა 38-40
  • საერთო სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • ღებინება
  • უმადობა
  • ფაღარათი
  • მუცლის ტკივილი
  • სახსრების ტკივილი
  • მუქი ფერის შარდი
  • ფეკალური მასების გაუფერულება

ასევე ახასიათებს ღვიძლისა და ელენთის გადიდებაც, რომელიც მკურნალობისთანავე უბრუნდება ნორმალურ პარამეტრებს.

A ჰეპატიტი ცნობილია, როგორც ბოტკინი.

მისი გადაცემა ხდება ინფიცირებულის ფეკალური მასებით, ან ორალური გზით, დაბიძურებული წყლის და საკვების მიღებისას. მნიშვნელოვანია ჰიგიენის ზედმიწევნითი დაცვა.

რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან:

  • ინფექციის განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ: ბავშვები (2-დან 15 წლამდე).
  • ადამიანები, ვინც ხშირად მოგზაურობენ სხვადასხვა ეგზოტიკურ ქვეყანაში.
  • დაბინძურებულ გარემოსთან/წყალთან/საკვებთან/ინფიცირებულებთან პროფესიულად დაკავშირებული პირები.

ინფექციის გავრცელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა ზაფხული.

დიაგნოსტიკა:

სისხლის ლაბორატორიული კვლევა ჰეპატიტის რნმ-ის განსასაზღვრად, ღვიძლის ფუნქციის განსასაზღვრად – ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, TBIL. DBIL. UREA, TP, GGT, ALP). ასევე შესაძლოა საჭირო იყოს მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური კვლევა და სხვა.

A ჰეპატიტის გადატანის შემდგომ მყარი იმუნიტეტი ყალიბდება და იმავე ტიპის ჰეპატიტით რეინფიცირების რისკი არ არსებობს.

მკურნალობა:

მკურნალობა მედიკამენტოზურად ფაქტობრივად არ ხდება. ინფიცირებულმა უნდა მიიღოს ჯანსაღი საკვები და ბევრი სითხე.

B ჰეპატიტი

ინფექციის ეს ტიპი სისხლის, სითხის, ლორწოს, ნერწყვის, თუნდაც მიკროსკოპული ნაწილაკით შეიძლება გავრცელდეს, თანაც ისე, რომ ინფიცირებიდან 40 დღის შემდეგაც კი არ გამოვლინდეს სიმპტომი, შესაბამისად კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაავადებას შეუწყოს ხელი.

რისკ-ჯგუფები:

  • ახალშობილები (ორსულმა დედამ შესაძლოა ახალშობილი დააინფიციროს)
  • C ჰეპატიტის მქონე პაციენტები
  • ინფიცირებულის ოჯახის წევრები ან ადამიანები, რომელთა პროფესიული საქმიანობაც ინფიცირებულთან კავშირშია
  • სხვადასხვა პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობის მქონე ადამიანები

B ჰეპატიტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ გარშემომყოფთა ინფიცირება, მაშინაც კი, თუ სიმპტომი გამოხატული არ არის. ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე ადამიანების 15-25% ღვიძლის სხვადასხვა პათოლოგიით ავადდება, მაგალითად ციროზით ან სიმსივნით.

დიაგნოსტირება:

დიაგნოსტირება ხდება ვირუსის ანტიგენზე სისხლის ანალიზის მეშვეობით.

მკურნალობა:

გააჩნია ჰეპატიტის ტიპს. მწვავე B ჰეპატიტის სამკურნალოდ სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს, მაგრამ დისკომფორტის შესამსუბუქებლად ტკივილგამაყუჩებლები ინიშნება. ქრონიკული B ჰეპატიტის შემთხვევაში კი, მთავარი ვირუსის გამრავლების შეჩერებაა შესაბამისი პრეპარატებით.

C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი – ღვიძლის ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ბუნებრივი მიმდინარეობისას შესაძლოა თვითგამოჯანმრთელებით დასრულდეს, სხვა შემთხვევაში კი ქრონიკულ ხასიათს იღებს და მუდმივ კონტროლს საჭიროებს. C ტიპის ჰეპატიტის გადადება სისხლით ან სქესობრივი გზით ხდება.

რისკ ჯგუფები:

  • ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არასტერილური ხელსაწყოებით იტარებს სამედიცინო ან ესთეტიკური მოვლის მანიპულაციებს (სტომატოლოგიურ, გინეკოლოგიურ ინსტრუმენტულ კვლევებს, მანიკურს, საყურეს/პირსინგს)
  • ინფიცირებულთან პროფესიული კავშირის მქონენი
  • ნარკოდამოკიდებულები
  • სისხლის გადასხმის საჭიროების მქონე ადამიანები
  • ინფიცირებულთან სექსუალური კავშირის მქონენი

დიაგნოსტირება:

სისხლის სეროლოგიური კვლევით.

მკურნალობა:

მწვავე ჰეპატიტის მქონე ადამიანები მედიკამენტოზურ მკურნალობას არ საჭიროებენ, ხოლო ქრონიკულის შემთხვევაში 8-12 კვირიანი მედიკამენტოზური მკურნალობა გვერდითი მოვლენების გამოსარიცხად.

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ ჩართულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამის მიზანია დაავადების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა. დაავადებასთან გასამკლავებლად კომპლექსურ მიდგომაში „ციტოს“ ექიმ-ინფექციონისტი, ელზა ვაშაკიძე დაგეხმარებათ. პირველ ეტაპზე აუცილებელია პაციენტის სკრინინგი, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაავადების დამადასტურებელი კვლევა HCV-ზე.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply