რატომ უნდა ვაკონტროლოთ ჰემოგლობინის დონე სისხლში?!

ჰემოგლობინი უჯრედებს შორის ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიმოცვლას უზრუნველყოფს, შესაბამისად, მისი ნორმალური დონე ორგანიზმში ჯანმრთელობის აუცილებელი წინაპირობაა.

ჰემოგლობინის დონის განსასაზღვრად სისხლის საერთო ანალიზი კეთდება და მისი გადამოწმება წელიწადში ორჯერ არის რეკომენდებული. ჰემოგლობინის ნორმალური დონე ასე განისაზღვრება:

ქალებში – 120-140გ/ლ.

მამაკაცებში – 130-160გ/ლ, თუ მაჩვენებელი ნორმაზე დაბალია, გამოხატულია სისხლნაკლებობა, ანუ ანემია.

ანემიის სიმპტომებია:

  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • სიცივის შეგრძნება
  • თმის ცვენა
  • კანის სიმშრალე
  • მტვრევადი/სუსტი ფრჩხილები
  • სხვა.

ჰემოგლობინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად შემდეგი რჩევები გამოგადგებათ:

•მიიღეთ რკინით მდიდარი საკვები: თევზი, ხორცი, სოიო, ბროკოლი, ჩირეული და სხვა.

•მიიღეთ B12-ით, ფოლიუმით მდიდარი საკვები: ორგანიზმი იყენებს ფოლიუმს ჰემის, ჰემოგლობინის იმ კომპინენტის, საწარმოებლად, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე. გაიმდიდრეთ რაციონი შემდეგი პროდუქტით: ხბოს ხორცი, ბრინჯი, ავოკადო, სალათის ფოთოლი, მიწისთხილი.

თუ ვეგეტარიანელი ხართ, გასაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თქვენს კვების რაციონს, რადგან, B12-ის ბუნებრივ წყაროს, უმეტესად, ხორცი წარმოადგენს. მიიღეთ მეტი სოიო და სხვა ისეთი საკვები, რომელიც მდიდარია აღნიშნული ვიტამინით.

• გაზარდეთ ორგანიზმში რკინის შეწოვის დონე

აღნიშნულის მიღწევაში საუკეთესო დამხმარე C ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: ციტრუსები, მარწყვი და მწვანე ფოთლები. ამასთან, ჰემოგლობინის ნორმალური დონის შენარჩუნებაში ბეტა-კაროტინისა (ყვითელი, წითელი, სტაფილოსფერი საკვები) და A ვიტამინის (გოგრა, კალე, ბატატი, თევზი) მნიშვნელობაც არ უნდა დავივიწყოთ. გახსოვდეთ, ნუ მიიღებთ A ვიტამინის დანამატებს თვითნებურად. მისი ჭარბი დონე ორგანიზმში იწვევს ჰიპერვიტამინოზს, რომელიც კუნთების, სახსრებისა და ძვლების ტკივილის სახით ვლინდება.

ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებას ხელს უშლის შემდეგი ფაქტორები:

  • სტრესი – კვლევები გვიჩვენებს, რომ ჰემოგლობინის მაღალი დონე ახასიათებს პაციენტებს შფოთვითი აშლილობით, დაბალი დონე – დეპრესიის მქონე ადამიანებს
  • მოწევა – რადგან ორგანიზმი ჟანგბადით ნაკლებად მარაგდება.
  • არასრულფასოვანი კვება – რაციონი გაიმდიდრეთ ნაკლებ ცხიმიანი, სასარგებლო პროდუქტებით
  • კოფეინით მდიდარი სასმლის ხშირი მიღება – როგორც იცით, ყავა და ჩაი ორგანიზმიდან რკინას გამოდევნის
  • ასევე ძილის მოუწესრიგებელი რეჟიმი, სუფთა ჰაერზე მცირე დროის გატარება
  • დაბოლოს, სხვადასხვა პათოლოგიური დაავადება ხელს უშლის ჰემოგლობინის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

თუ გაწუხებთ შემდეგი ნიშნები:

• კანის არაჯანსაღი ფერი

• სწრაფი ან არეული გულისცემა

• ხშირი თავისტკივილი

• უმიზეზო სილურჯეები სხეულზე

• კუნთების სისუსტე და თავბრუსხვევა

თუ ზემოთჩამოთვლილი საეჭვო სიმპტომები თქვენც გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ და ერთად დაგეგმეთ საჭირო კვლევები.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply