ჰელიკობაქტერ პილორი – კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამომწვევი ბაქტერია
კუჭ-ნაწლავის დაავადებები განსაკუთრებული დისკომფორტით გამოირჩევა. მეოცე საუკუნის 90-იან წლებამდე კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის დაავადებებს ძირითადად მკურნალობდნენ მჟავიანობის დამაქვეითებელი საშუალებებით, რაც ლოგიკურია, რომ ხშირად წარუმატებლად სრულდებოდა. ნამდვილი გადატრიალება იწყება ავსტრალიელი მეცნიერების მიერ პილორული ჰელიკობაქტერიის აღმოჩენით, რომელიც ამ პათოლოგიური პროცესების განვითარების ერთ-ერთი მძიმე და ხშირ შემთხვევაში მთავარი მიზეზია. ამ აღმოჩენიდან იწყება წყლულოვანი დაავადებების სწრაფი და ეფექტური მკურნალობა ანტიბიოტიკო თერაპიით. Helicobacter Pylori გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვთან, ღებინების დროს ამოღებულ მასასთან თუ განავალთან პირდაპირი კონტაქტით, ასევე დაბინძურებული საკვებისა და წყლის მეშვეობით.
ჰელიკობაქტერია იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სხვადასხვა ტიპის დაზიანებებს, როგორიცაა: ანთება, ეროზიების და წყლულების განვითარება, გასტრიტი და სხვა. ძალიან დიდია მისი როლი კუჭის კიბოს განვითარებაში და პირველი რიგის კანცეროგენად არის მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა ნაწილს ინფიცირების ნიშნები არ გააჩნია, რიგ შემთხვევებში ვლინდება: მუცლის არალოკალური ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, , გულძმარვა, შებერილობა, განავლის ფერის ცვლილება და ა.შ.
დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს წარმოადგენს სწრაფი სუნთქვითი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს პაციენტის მიერ ამოსუნთქულ ჰაერში ჰელიკო ბაქტერიის არსებობას და მის კონცენტრაციას. შესაბამის შედეგებზე დაყრდნობით ინიშნება მკურნალობა. აღნიშნული კვლევა ტარდება რეკომენდაციით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პროგნოზირებისთვის. განსაკუთრებით ხშირად ინიშნება იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც შემდეგი რისკ-ფაქტორები გააჩნიათ:
ოჯახის წევრის ინფიცირება ჰელიკობაქტერიით, ნაკლები წვდომა სუფთა სასმელ წყალზე, კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა ტიპის წყლულოვანი დაავადების გენეტიკური ანამნეზი, ხანგრძლივი დროით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენება ან/და სხვა ხელშემწყობი ფაქტორები.
ეს მარტივი, სწრაფი და ზუსტი პროცედურა საჭიროებს სწორ მომზადებას. გთხოვთ გაეცნოთ სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ რეკომენდაციებს:
- გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს დილით უზმოზე (ბოლო კვება დასაშვებია ტესტამდე 12 საათით ადრე).
- კვლევამდე ბოლო საკვების ულუფა უნდა იყოს მსუბუქი რაციონიდან ამოიღეთ:
- 3 დღით ადრე – ალკოჰოლური სასმელი, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოპი, სოიო),
- 12 საათით ადრე – ხორცი, თევზი, სოკო.
3. კვლევამდე არ უნდა გქონდეთ მიღებული შემდეგი მედიკამენტები:
- 4 – 6 კვირით ადრე – ანტიბიოტიკი,
- 14 დღით ადრე – ანტაციდები – პროტონული პომპის ინჰიბიტორები (მაგ. აქტიური ნივთიერების შემცველი ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი) ან H2 ბლოკატორები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ანტისეკრეტორული პრეპარატები, ვისმუტის პრეპარატები და ანალგეტიკები.
4. გამოკვლევის დღეს არ უნდა დაღეჭოთ საღეჭი რეზინა.
5. კვლევამდე არანაკლებ 3 საათის განმავლობაში არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. სიგარეტის მოწევის შემდეგ აუცილებელია კბილების გახეხვა და პირის ღრუს საფუძვლიანი გამორეცხვა.
6. დილით, გამოკვლევამდე, აუცილებელია კბილების გახეხვა და პირის ღრუს საფუძვლიანი გამორეცხვა.
სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ კვლევაზე ჩაწერა შესაძლებელია ორშაბათს, ოთხშაბათს ან პარასკევს.
პროცედურის ღირებულებაა 60 ₾, ხანგრძლივობა – 15 წუთი.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
Leave a reply