რა კვლევები ტარდება ღვიძლის დაავადების გამოსავლენად?
ღვიძლის ფუნქციური სინჯები აერთიანებს იმ კვლევებს, რომელთა მიზანიცაა გამოვლინდეს ორგანოს დაზიანება, დადგინდეს მიმდინარე პათოლოგიური პროცესი ან შეფასდეს ღვიძლის ფუნქცია. ასევე, შესაძლოა კვლევები დაინიშნოს კონკრეტული დაავადების მკურნალობის პროცესში.
კვლევის ჩვენებები:
- ანალიზების აღება ხდება საპროფილაქტიკო მიზნით, ჩვენების გარეშეც.
- ასევე მაშინ, როცა ეჭვია ღვიძლის დაავადებებზე (პაციენტს აქვს გრიპის მსგავსი სიმპტომები ხანგრძლივი დროით, აღენიშნება კანის სიყვითლე, ეჭვია ჰეპატიტზე).
- კონკრეტული მედიკამენტების ხანგრძლივი დროით მიღებისას (თუ აქვთ მათ უნარი, დააზიანონ ორგანო).
იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაცია ესაჭიროება მკურნალ ექიმს, ინფექციონისტს, შესაძლოა დაინიშნოს გრძელი ან მოკლე ფუნქციური სინჯები.
ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, TBIL, DBIL, ALP, TP, UREA)
ALT Alanine Aminotransferase – ალანინამინოტრანსფერაზა, AST Aspartate Aminotransferase – დაასპარტატამინოტრანსფერაზა და GGT- Gamma-Glutamyl Transferase – გამაგლუტამინტრანსფერაზა ფერმენტებია, რომლებიც ღვიძლის სხვა ფერმენტებთან ერთად შლიან ცილას, რათა ორგანიზმმა ადვილად შეიწოვოს. ღვიძლის ანთების, ან სხვა პათოლოგიური პროცესებისას, სისხლში მომატებულია აღნიშნული ფერმენტების რაოდენობა, რაც ღვიძლის დაავადებაზე აჩენს ეჭვს.
TBIL – Bilirubin – Total – საერთო ბილირუბინი: ნაღველის შემადგენლობაში შემავალი ყვითელი პიგმენტი ბილირუბინია, ის წარმოიქმნება მაშინ, როცა ორგანიზმი ძველ წითელ უჯრედებს შლის. განარჩევენ მის ორ ფორმას, პირდაპირსა და არაპირდაპირს. გარდა ღვიძლის ანთებითი და ტოქსიკურად მიმდინარე პათოლოგიებისა, მისი მომატების მიზეზი შეიძლება იყოს: ანემია, თალასემია და სხვა.
DBIL – Direct Bilirubin – პირდაპირი ბილირუბინი: ღვიძლში არაპირდაპირი ბილირუბინი, პირდაპირად გარდაიქმნება, გაივლის სანაღვლე გზებსა და სწორ ნაწლავს და ბუნებრივი გზით, განავალის სახით გამოიყოფა. სწორედ ამიტომ აქვს გამოყოფილ შარდს მოყვითალო ფერი. ღვიძლის ან სანაღვლე გზების პათოლოგიებმა შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული პროცესის შეფერხება, პირდაპირი ბილირუბინის გამოყოფის დარღვევები, რაც ანალიზში მომატებული დონით განისაზღვრება.
ALP – Alkaline Phosphatase – ტუტე ფოსფატაზა თითქმის ყველა ორგანოში გვხვდება, თუმცა განსაკუთრებით ღვიძლში, თირკმელებსა და კუნთებში. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხიმების მეტაბოლიზმში. კვლევა ძირითადად ღვიძლის პანელური ანალიზისას ტარდება სხვა ფერმენტებთან ერთად.
TP – Total Protein – საერთო ცილა ალბუმინისა და გლობულინის საერთო რაოდენობაა ორგანიზმში. გარდა ღვიძლის ფუნქციის კვლევისა, ის შეიძლება დამოუკიდებლად ჩატარდეს თირკმლის ან მომნელებელი სისტემის პრობლემებზე ეჭვისას, მაგალითად, თუ პაციენტმა მოულოდნელად დაიკლო წონაში, აწუხებს საერთო სისუსტე და აქვს საკვების შეწოვის დარღვევა.
UREA – შარდოვანა – სინთეზირდება ღვიძლში და წარმოადგენს ცილების მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტს. მისი დონის ცვლილება სისხლში დაკავშირებულია შარდის წარმოქმნის ან გამოყოფის პრობლემებთან. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი კვლევა თირკმლის ფუნქციის განსაზღვრისას. სხვა ანალიზებთან ერთად, პანელური კვლევისას, მონაცემი ინფორმაციას აწვდის ექიმს ღვიძლის დაზიანების, საშარდე გზების პრობლემების და სხვა პათოლოგიების შესახებ.
ღვიძლის ფუნქციური სინჯების საკვლევი მასალა ვენური სისხლია. კვლევის ჩატარებამდე გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია უზმოდ ყოფნა, ხოლო თუ მედიკამენტებს იღებთ, ამის შესახებ წინასწარ აცნობეთ ექიმს.
მოკლე ფუნქციური სინჯების (ALT, AST, GGT, TBIL, DBIL) ღირებულებაა 115 ₾,
ხოლო გრძელი სინჯების (ALT, AST, TBIL, DBIL, UREA, TP, GGT, ALP) – 150 ₾.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
Leave a reply