გენიტალური სოკო – მითები და რეალობა

უროლოგიურ და გინეკოლოგიურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადება არის კანდიდოზური ვაგინიტები, ანუ სოკო. გენიტალური სოკოვანი ინფექციის შესახებ უამრავი გავრცელებული მითი არსებობს, რომელიც არ შეესაბამება რეალობას.

მითი #1: გენიტალური სოკოვანი ინფექცია მხოლოდ ქალებს აწუხებთ

რეალობა: კანდიდა (სოკოს სახეობა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ინფექციურ დაავადებას) ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმშია (ქალი, კაცი, ბავშვი).

მითი #2: გენიტალური სოკოვანი ინფექცია გადადის წყლით (ზღვაში, აუზში)

ნესტიანი, სველი, დახუთული გარემოპირობები ხელშემწყობია სოკოს გამრავლებისთვის, თუმცა, რეალურად, მისი გადადება/გავრცელება აუზში ან ზღვაში არ ხდება.

მითი #3: სოკოვანი ინფექცია აუცილებლად გამოხატულია ქავილით

მამაკაცებსა და ქალებში ინფექციას სხვადასხვა გამოვლენა აქვს. ქალების შემთხვევაში ხაჭოსებრი, თეთრი გამონადენი აუცილებელი პირობაა, ასევე შესაძლოა იყოს დისკომფორტი, სასქესო ბაგეების ქავილით გამოხატული. მამაკაცების შემთხვევაში კი – სასქესო ორგანოს შეწითლება, გამონაყარი და ტკივილიც კი შეიძლება იყოს აღნიშნული დაავადების ნიშანი.

მითი #4: ყველაფერი დამოკიდებულია ჰიგიენაზე

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების რიცხვშია: სველი საცურაო კოსტუმის, თეთრეულის დროული გამოცვლა, ფიზიკური დატვირთვის შემდგომ გადავლება, ჰიგიენური საფენისა და ტამპონის ხშირი ცვლა, ბამბის და ნატურალური ქსოვილის საცვლების ტარება – ყველაფერი ჰიგიენაზე არ არის დამოკიდებული.

მითი #5: ვაგინალური სოკოსგან გათავისუფლება შესაძლებელია თვითმკურნალობით

პირველ რიგში, აუცილებელია იმის გარკვევა, საქმე გვაქვს რეალურად კანდიდოზთან თუ სხვა ინფექციურ დაავადებასთან. ამისთვის გინეკოლოგი რამდენიმე ანალიზს დაგინიშნავთ და შესაძლოა, ვაგინალური ნაცხის კვლევაც დაგჭირდეთ. მხოლოდ ამის შემდგომ დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა: ადგილობრივი გამოყენების კრემი, სანთელი თუ სხვა საშუალებები.

მიუხედავად იმისა, რომ თვითმკურნალობის გზებს საქართველოსა და ევროპაშიც კი მიმართავენ (ძმრით გამორეცხვა, ნიორი, ბორის მჟავის სანთლები), ყოვლად დაუშვებელია, რადგან ასე პაციენტი იზიანებს სასქესო ორგანოს მიკროფლორას და იუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

დაჯავშნეთ ვიზიტი უროლოგის ან გინეკოლოგის კაბინეტში და აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply