COVID-19-ის ტესტირება „ციტოში“ ტარდება?



რა სამედიცინო მომსახურეობის მიღება შეუძლია პაციენტს სამედიცინო ცენტრ „ციტოში“?
სამედიცინო ცენტრი „ციტო“ გთავაზობთ მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაციას, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს ერთ სივრცეში – „ციტოს“ მთავარ სამედიცინო ცენტრში და ლაბორატორიულ კვლევებს „ციტოს“ 9 ექსპრეს ლაბორატორიაში საქართველოს მასშტაბით.
საჭიროა თუ არა წინასწარი ჩაწერა ანალიზების ასაღებად?
ლაბორატორიული კვლევის შემთხვევაში წინასწარი ჩაწერა არ გახლავთ საჭირო. ექიმთან ან ინსტრუმენტულ კვლევებზე (ულტრასონოგრაფია, დოპლეროსკოპია, დენსიტომეტრია) ჩასაწერად დარეკეთ: 032 229 06 71
საჭიროა თუ არა ანალიზის აღებამდე უზმოდ ყოფნა?
ნებისმიერი კვლევის შემთხვევაში, სასურველია, რომ პაციენტი იყოს უზმოდ, რიგ შემთხვევაში აუცილებელი.
ანალიზის აღებიდან რამდენ ხანშია ლაბორატორიული კვლევის შედეგი?
ლაბორატორიული კვლევების ძირითადი ნაწილი სრულდება იმავე დღეს და პასუხები იგზვანება პაციენთან არაუგვიანეს მეორე დღისა. ბაქტერიოლოგიური კვლევის შემთხვევაში ანალიზის შესასრულებლად საჭიროა 4 სამუშაო დღე.
შესაძლებელია თუ არა ანალიზების პასუხების მიღება ინგლისურ ენაზე?
კვლევის შედეგების ინგლისურ ენაზე მისაღებად მიუთითეთ რეგისტრატურაში.
შესაძლებელია თუ არა ანალიზების პასუხების მიღება ელ.ფოსტით?
შესაძლებელია. ანალიზის აღების დროს მიუთითეთ თქვენი პირადი ან ექიმის ელ ფოსტის მისამართი, რომელზეც კვლევის დასრულებისთანავე გადაიგზავნება პასუხები.
„ციტოში“ კეთდება ბავშვთა ასაკობრივი აცრები ?
„ციტოში“ გეგმიური იმუნიზაცია ტარდება.
გაქვთ ბინაზე მომსახურეობის სერვისი?
პაციენტს შეუძლია მიიღოს ბინაზე ლაბორატორიის და ექთნის მომსახურების სერვისი, თუმცა ექიმის გამოძახების სერვისი არ გვაქვს.
გამოძახების გასაფორმებლად დაუკავშირდით ქოლცენტრს: 0322290671
სად კეთდება ლაბორატორიული კვლევა, საზღვარგარეთ სხვა კლინიკაში, თუ „ციტოს“ ადგილობრივ ლაბორატორიაში?
ძირითადი კვლევები სრულდება სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ლაბორატორიაში. იშვიათი ტესტები, რომლებიც საქართველოში არ სრულდება, იგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ ლაბორატორია “TDL-თან”, ლონდონიში, დიდი ბრიტანეთში.
ანალიზების განფასება
თქვენთვის სასურველი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ სერვისების ჩამონათვალში.
„ციტოში“ სრულდება დნმ-ტესტი - მამობის დადგენა?
მამობის დასადგენი დნმ-ტესტირება სამედიცინო ცენტრ ,,ციტოში” არ კეთდება.
შარდის ანალიზის შემთხვევაში რამდენი ხნის აღებული უნდა იყოს მასალა და როგორ ხდება მასალის აღება?
მასალა სასურველია აიღოთ დილის პირველი შარდის შუა ულუფა, რომელიც აღებიდან 2 საათის განმავლობაში უნდა იყოს მიტანილი ლაბორატორიაში.
კეთდება თუ არა კვლევა ფარულ სისხლდენაზე?
დიახ, განავლის ანალიზით დგინდება ფარული სისხლდენა.
კოაგულოგრამის გაკეთებისას შეიძლება თუ არა სისხლის გამათხელებელი პრეპარატის მიღება?
ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭიროა, რომ ანალიზის აღება მოხდეს მედიკამენტის მიღებამდე. ურგენტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მედიკამენტის მიღების დრო.
სქესობრივად გადამდები დაავადებების PCR დიაგნოსტიკის შემთხვევაში, რა მასალა უნდა იყოს მოტანილი?
სქესობრივად გადამდები დაავადებების (სგდ – STD) დიაგნოსტიკისას საკვლევ მასალას წარმოადგენს გენიტალური ნაცხი ან შარდი. პაპილომა ვირუსის კვლევის დროს გამოიყენება გენიტალური ნაცხი.
ბაქტერიოლოგირული კვლევის შემთხვევაში რა დროსაა საჭირო ანტიბიოტიკოგრამა?
ბაქტერიოლოგიური კვლევის დროს თუ მოხდება პათოგენური მიკრობის ამოთესვა, ამ შემთხვევაში სრულდება ანტიბიოტიკოგრამა.