კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში
სამედიცინო ცენტრი „ციტოს“ წარმატებული და შეუფერხებელი მუშაობით ჩვენ გვსურს, წვლილი შევიტანოთ ქართული ჯანდაცვის გაძლიერებაში. ჩვენი საქმიანობის ძირითადი ღირებულება ხარისხია, შესაბამისად, ხარისხიანი სამედიცინო სერვისის შეთავაზებით ჩვენს პაციენტებს ღირებულ და სანდო ურთიერთობებს ვთავაზობთ. ულტრათანამედროვე ანალიზატორებითა და მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრებით ჩვენ ვქმნით საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო სერვისს საქართველოსთვის. გარდა ამისა, სამედიცინო ცენტრი „ციტო“ ზრუნავს გარემოზე და საზოგადოებაზე, ახორცილებეს მრავალ სოციალურ პროექტებს.
სამედიცინო ცენტრი „ციტოს“ სამი ძირითადი ღირებულება
ხარისხი
„ციტოს“ მიზანია, ასოცირებული იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებასთან. ჩვენ პაციენტებს ვმატებთ ჩვენთან ურთიერთობის სანდო გამოცდილებას, რომელიც ემყარება მაღალკვალიფიციურ პროფესიონალ კადრებს და თანამედროვე, წამყვანი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდებულ უმაღლესი ხარისხის დანადგარებსა და ანალიზატორებს.
სოციალური პასუხისმგებლობა
„ციტო“ აცნობიერებს, რომ 23 წლიანმა შეუფერხებელმა მუშაობამ აქცია საზოგადოების ნაწილად, შესაბამისად მას საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ კეთილდღეობაში.
ერთგულება-პატიოსნება
„ციტო“ საკუთარ საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ და სამართლიანად. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი თითოეული ქმედება პაციენტების პატივისცემითა და მათი უფლებების გათვალისწინებით უნდა იყოს განპირობებული.
სამედიცინო ცენტრი „ციტოს“ სოციალური პასუხიმგებლობის აქცენტები
ჩვენი მიზიანია, საქრთველოს ნებისმიერ წერტილში, მოქალაქეს შეეძლოს იმ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება, რაც, ზოგ შემთხვევაში, მხოლოდ დედაქალაქშია ხელმისაწვდომი. ჩვენი საქმიანობით ვისწრაფვით საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ.
ჩვენი სოციალური პასუხიმგებლობის სტრატეგიის აქცენტები
- პაციენტები
- თანამშრომლები
- საზოგადოება
- ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
- პარტნიორები.
პაციენტები
ჩვენთვის თითოეული პაციენტი ძვირფასია, სწორედ მათი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ და ვვითარდებით. ვპასუხობთ და ვუერთდებით ყველა საერთაშორისო გამოწვევას, ვმუშაობთ ულტრათანამედროვე ანალიზატორებით. ჩვენი სამედიცინო გუნდი დაკომპლექტებულია საქართველოში და არა მხოლოდ, დარგის წამყვანი სპეციალისტებით, რომელთათვისაც მთავარი საზრუნავი ადამიანი და მისი ჯანმრთელობაა!
თანამშრომლები
„ციტოს“ გუნდს წარმოადგენს 200 მდე დასაქმებული კადრი.
- „ციტოს“ ყველა თანამშრომლისთვის უფასოა სამედიცინო მომსახურება, მათი ოჯახის წევრებისთვის კი ვრცელდება ფასდაკლება.
- რეგიონებში მხოლოდ ადგილობრივ სპეციალისტებს ვასაქმებთ.
- „ციტო“ თავის თანამშრომლებს მაქსიმალურად რთავს სოციალურ ღონისძებებში, აწყობს კორპორაციულ ღონისძებებს, კორპორაციული სულის ასამაღლებლად. ზემოთ აღნიშნული მხოლოდ დღესასწაულებს არ ემთხვევა და იმართება მძიმე გადატვირთული პერიოდების შემდეგაც, როცა თანამშრომელი საჭიროებს განტვირთვას და დასვენებას.
- „ციტო“ ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და ხშირად მართავს დარგობრივ კონფერენციებს, ვორქშოფებს, პროფესიული უნარების ასამაღლებელ ღონისძიებებს.
- „ციტო“ ყველა თანამშრომლეს თანაბრად აძლევს განვითარებისა და წინსვლის საშუალებას.
საზოგადოება
სამედიცინო ცენტრი „ციტო“ საზოგადოების კეთილდღეობისთვის ხშირად ეწევა ქველმოქმედებას და მართავს სხვადასხვა სოციალური პროექტებს.
მოქმედებს პროგრამა ,,+65“ რაც გულისხმობს 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის უფასო კონსულტაციას ოჯახის ექიმთან; რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და შენარჩუნების მიზნით.
„ციტოს“ ბაზაზე გამოიცა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღანელო.
2002 წელს გამოიცა წიგნი-სახელმძღვანელო კლინიკურ ბაქტერიოლოგიაში, რომლის ავტორია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, „ციტოს“ მიკრობიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ქალბატონი მარიკა კერესელიძე. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ, მიკრობთა რეესტრში ახალი მიკრობების დარეგისტრირებამ საჭირო გახადა აღნიშნული სახელმძღვანელოს ცვლილება. შედეგად, 2012 და შემდეგ 2019 წელს პროფესორ გურამ კაციტაძის რედაქტორობით, გამოიცა განახლებული ვერსია. აღნიშნული სახელმღვანელო ეხმარება ყველა პრაქტიკოს ექიმსა თუ სტუდენტს თანამედროვე სტანდარტების გაცნობასა და პრაქტიკაში. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესბეული პირისათვის.
2003 წელს სამედიცინო ცენტრი „ციტოს“ კლნიკური მენეჯერის, ნინო ბაკურაძისა და პროფესორი სერგო თაბაგარის ავტორობით გამოიცა წიგნი „ჰემოსტაზის ფუნქციონალური მდგომარეობის შეფასება ჰიპერკუაგულაციის დროს: მეთოდოლოგიური მიდგომები“.
2005 წელს გამოიცა წიგნი „ფიზიკური დატვირთვის ეკგ სინჯები“ ექიმი-კარდიოლოგი პროფესორი ზურაბ ფაღავას ავტორობით.
2006 წელს გამოიცა „ადამიანის ნაწლავის პროტოზოებზე ლაბორატორიული გამოკლევის მოკლე ცნობარი“ გულიკო ნამორაძის ავტორობით.
სამედიცინო ცენტრში „ციტო“ გხვდებათ ლაბორატორიული კვლევების დიდი ნუსხა. საჭიროების შემთხვევაში, კვლევები იგზავნება ჩვენს პარტნიორ ლაბორატორიაში “TDL” ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
ჯანდაცვა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა
„ციტო“ ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკაცის ISO 9001 მფლობელია.
„ციტოს“ უკლებლივ ყველა ფილიალში მკაცრად დაცულია უსაფრთხოება, სანიტარული ნორმები.
„ციტოს“ ყველა თანამშრომელის ჯანმრთელობა დაზღვეულია.
„ციტოს“ სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია შესაბამისი ტანისამოსითა და აღჭურვილობით.
პატნიორები
ჩვენ გვწამს გრძელვადიანი ურთიერთობების, რომელიც დაფუძნებულია პროფესიოანლიზმსა და ნდობაზე.