ANAB

ANAB აღნიშნულ აკრედიტაციას გასცემს აშშ-ს სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტი (ANAB), რომელიც საგამოცდო/საკალიბრაციო ლაბორატორიებისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააკრედიტაციო ორგანოა.  სამედიცინო ცენტრმა „ციტომ“  ამერიკელ აუდიტორებთან ერთად წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის “ANAB”-ის სერტიფიცირების პროცესი და 2016 წელს მიიღო ახალი ISO 15189:2015 სერტიფიკატი. მას შემდეგ, სამედიცინო ცენტრი ყოველ წელს გადის აუდიტს და ყოველ ორ წელში – რესერტიფიცირებას.

GAC

GAC  საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაცემული 15189- ხარისხის სერტიფიკატი. აკრედიტაცია არის შესაბამისობის შეფასების ორგანოს (შშო) კომპეტენციის ოფიციალური აღიარება. შესაბამისობის შეფასების ორგანოებს წარმოადგენენ ლაბორატორიები (ტესტირების, კალიბრაციის, სამედიცინო), ინსპექტირების ორგანოები და სერტიფიკაციის ორგანოები. საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს მიერ გაცემული 15189-ხარისხის სერტიფიკატი სამედიცინო ცენტრმა „ციტომ“ 2019 წელს მიიღო.

GAC 2024

ISO

Certificate of Registration

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ პირველი კლინიკური ლაბორატორიაა, რომელმაც 2005 წელს მიიღო ხარისხის მართვის საერთშორისო სერტიფიკატი ISO9001 – ორგანიზაციის მენეჯმენტის კუთხით, ხოლო 2015 წელს ISO15189 – სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. „ციტო“ 2005 წლიდან ყოველ წელს წარმატებით გადის აუდიტის შემოწმობასა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ რესერტიფიცირების პროცესს.

გთხოვთ, იხილოთ აკრედიტებულ გამოკვლევათა ნუსხა