რა სამედიცინო მომსახურეობის მიღება შეუძლია პაციენტს, სამედიცინო ცენტრში ,,ციტო“?

სამედიცინო ცენტრი ,,ციტო“ პაციენტებს მომსახურეობას უწევს შემდეგი მიმართულებებით: 
ექიმის კონსულტაციები, ინსტრუმენტალური კვლევები, ლაბორატორიული კვლევები.

საჭიროა თუ არა წინასწარი ჩაწერა ანალიზების ასაღებად?

ლაბორატორიული კვლევის შემთხვევაში წინასწარი ჩაწერა არ გახლავთ საჭირო.

საჭიროა თუ არა ანალიზის აღებამდე უზმოდ ყოფნა?

ნებისმიერი კვლევის შემთხვევაში სასურველია რომ პაციენტი იყოს უზმოდ,
რიგ შემთხვევაში აუცილებელი.

ანალიზის აღებიდან რამდენ ხანშია ლაბორატორიული კვლევის შედეგი?

ლაბორატორიული კვლევების ძირითადი ნაწილი სრულდება იმავე დღეს და პასუხები იგზვანება პაციენთან არაუგვიანეს მეორე დღისა. ბაქტერიოლოგიური კვლევის შემთხვევაში ანალიზის შესასრულებლად 
საჭიროა 4 სამუშაო დღე.

შესაძლებელია თუ არა ანალიზების პასუხების მიღება ინგლისურ ენაზე?

კვლევის შედეგების ინგლისურ ენაზე მიღება შესაძლებელია, საჭიროა მხოლოდ მიუთითოთ.

კეთდება თუ არა ბავშთა ასაკობრივი აცრები ?

ასაკობრივი აცრები კეთდება

შესაძლებელია თუ არა ანალიზების პასუხების მიღება ელ.ფოსტით?

შესაძლებელია, სასურველია ანალიზის აღების დროს მიუთითოთ თქვენი პირადი ან ექიმის ელ ფოსტა, კვლევის დასრულების თანავე იგზავნება პასუხები.

გვაქვს თუ არა ბინაზე მომსახურეობის სერვისი?

ბინაზე ექთნის მომსახურეობის სერვისი გვაქვს

გვაქვს თუ არა ექიმების გამოძახების სერვისი?

ექიმის სახლში გამოძახების სერვისი არ გვაქვს.

სად კეთდება ლაბორატორიული კვლევა, საზღვარგარეთ სხვა კლინიკაში თუ ,,ციტო“ს ადგილობრივ ლაბორატორიაში?

ძირითადი კვლევები სრულდება სამედიცინო ცენტრ ,,ციტო“ს ლაბორატორიაში, 
იშვიათი ტესტები რომლებიც ჩვენთან არ სრულდება იგზავნება ჩვენს საერთაშორისო 
პარტნიორ ლაბორატორია "TDL", ლონდონიში, დიდი ბრიტანეთი.

ანალიზების განფასება

შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია სერვისების ჩამონათვალში

სრულდება თუ არა ლაბორატორიაში დნმ-ტესტი -მამობის დადგენა?

ამ ეტაპისთვის მამობის დასადგენი დნმ-ტესტირება სამედიცინო ცენტრ ,,ციტო"ში არ ხორციელდება

შარდის ანალიზის შემთხვევაში რამდენი ხნის აღებული უნდა იყოს მასალა და როგორ ხდება მასალის აღება?

მასალა სასურველია აიღოთ დილის პირველი შარდის, შუა ულუფა, აღებიდან 2 საათის განმავლობაში უნდა იყოს მოტანილი ლაბორატორიაში.

კეთდება თუ არა კვლევა ფარულ სისხლდენაზე?

დიახ, სრულდება  განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე. 

კოაგულოგრამის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა სისხლის გამათხელებელი პრეპარატის მიღება?

ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭიროა რომ ანალიზის აღება მოხდეს  მედიკამენტის მიღებამდე. ურგენტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მედიკამენტის მიღების დრო.

სქესობრივად გადამდები დაავადებების PCR დიაგნოსტიკის შემთხვევაში რა მასალა უნდა იყოს მოტანილი?

სქესობრივად გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკის დროს
საკვლევ მასალად საჭიროა გენიტალური ნაცხი ან შარდი. 
პაპილომა ვირუსის კვლევის დროს საჭიროა გენიტალური ნაცხი.

ბაქტერიოლოგირული კვლევის შემთხვევაში რა დროსაა საჭირო ანტიბიოტიკოგრამა?

ბაქტერიოლოგიური კვლევის დროს თუ მოხდება პათოგენური მიკრობის ამოთესვა ამ შემთხვევაში სრულდება ანტიბიოტიკოგრამა.