სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, მართვა და გაუმჯობესება მრავალმხრივი და კომპლექსური პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პაციენტებისათვის ხარისხიანი სერვისსი მიწოდებას.

ხარისხის მართვა მოიცავს ლაბორატორიაში მიმდინარე ყველა პროცესის ერთობლიობას, მათ შორის პრეანალიტიკურ (მასალის აღება, ლაბორატორიაში გაგზავნა, რეგისტრაცია და მისი მომზადება), ანალიტიკურ (უშუალოდ ანალიზის შესრულება)  და პოსტანალიტიკურ (ანალიზის შედეგების რეგისტრაცია და ინტერპრეტაცია) ეტაპებს.

ხარისხის მართვის ცნების ქვეშ მოიაზრება შემდეგი საფეხურები:

პირამიდის საფუძველს წარმოადგენს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებული ანალიზის სიზუსტეზე.

პირამიდაში შემავალ ყოველ რგოლს აქვს განსხვავებული და განსაკუთრებული შინაარსი, თუმცა თითოეული მათგანი მუშაობს ერთად, რადგან მთლიანმა სისტემამ შესაბამისად იმუშაოს.

ხარისხის უზრუნველყოფის, მართვის და გაუმჯობესების საკითხში რადიკალური მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ სფეროებს:

    • ტექნიკური კომპეტენცია
    • ეფექტურობა
    • უსაფრთხოება
    • უწყვეტობა
    • კომფორტულობა
    • პიროვნებათაშორისი და საზოგადოებრივი ურთიერთობები
    • შედეგიანობა
    • ხელმისაწვდომობა

სამედიცინო ცენტრი „ ციტო“ მუდმივად ზრუნავს ხარისხის გაუმჯობესებაზე რამოდენიმე სფეროში ერთდოულად. ხარისხის მართვის სფეროში ,,ციტო” პირველი იყო სამედიცინო ლაბორატორიებიდან, რომელმაც 2005 წელს მიიღო ISO 9001 სერტიფიკატი, 2016 წელს კი კლინიკური ლაბორატორიებიდან ციტო იყო საერთაშორისო ლაბორატორიული აკრედიტაციის ერთად-ერთი ღირსეული მფლობელი. მას შემდეგ კი ყოველწლიურად, უწყვეტ რეჟიმში ცენტრი წარმატებით გადის სერტიფიცირებისა და მონიტორინგის პროცესებს.