კორპორაციული სოციალური პასუხიმსგებლობის ანგარიში

 თბილისი 2020

სამედიცინო ცენტრი ,,ციტო“ს წარმატებული და შეუფერხებელი მუშაობით ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ ქართული ჯანდაცვის გაძლიერებაში.  ჩვენი საქმიანობის ძირითადი ღირებულება ხარისხია, შესაბამისად ხარისხიანი სამედიცინო სერვისის შეთავაზებით ჩვენს პაციენტებს ღირებულ და სანდო ურთიერთობებს ვთავაზობთ. ულტრათანამედროვე ანალიზატორებითა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრებით ჩვენ ვქმნით საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო სერვისს საქართველოსთვის. გარდა ამისა სამედიცინო ცენტრი ,, ციტო“  ზრუნავს გარემოზე და საზოგადოებაზე, ახორცილებეს მრავალ სოციალურ პროექტებს.

სამედიცინო ცენტრი ,, ციტო“-ს  სამი ძირითადი ღირებულება

ხარისხი

სამედიცინო ცენტრი ,,ციტო“-ს ძრითადი მიზანია, ასოცირებული იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობასთან. ჩვენ პაციენტებს ვმატებთ ჩვენთან ურთიერთობის სანდო გამოცდილებას, რომელიც დაფუძვნებულია მაღალკვალიფიციურ  პროფესიონალ კადრებზე და თანამედროვე, წამყვანი ევროპული და ამერიკული ფირმების მაღალ ხარისხიან დანადგარებსა და  ანალიზატორებზე.

სოციალური პასუხისმგებლობა

,,ციტო“ აცნობიერებს რომ 23 წლიანმა შეუფერხებელმა მუშაობამ აქცია საზოგადოების ნაწილად, შესაბამისად მას საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ კეთილდღეობაში.

ერთგულება-პატიოსნება

,,ციტო“ საკუთარ საქმიანობას წარმართავს, გამჭვირვალედ და სამართლიანად. ჩვენ მტკიცედ გვწამს რომ ჩვენი თითოეული ქმედება პაციენტების პატივისცემითა და მათი უფლებების გათვალისწინებით უნდა იყოს განპირობებული.

სამედიცინო ცენტრი ,,ციტო“-ს სოციალური პასუხიმგებლობის აქცენტები

ჩვენი მიზიანია საქრთველოს ნებისმიერ წერტილში მოქალაქეს შეეძლოს იმ ხარისხიანი სამედიცინო  მომსახურების მიღება, რასაც ზოგ შემთხვევაში მხოლოდ დედაქალაქში ჩამოსვლისას იღებენ. ჩვენი საქმიანობა დადებით ზეგავლენას უნდა ახდენდეს საზოგადოებაზე და ინდივიდების ჯანმრთელობის გაუმჯობესობაზე.

ჩვენი სოციალური პასუხიმგებლობის სტრატეგიის აქცენტები

  • პაციენტები
  • თანამშრომლები
  • საზოგადოება
  • ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
  • პარტნიორები

პაციენტები

ჩვენთვის თითოეული პაციენტი ძვირფასია, სწორედ მათი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ და ვითარდებით. ვპასუხობთ და ვუერთდებით ყველა საერთაშორისო გამოწვევას, ვმუშაობთ ულტრათანამედროვე ანალიზატორებით. ჩვენს სამედიცინო პერსონალი  შეადგება  საქართველოში და არა მხოლოდ, წამყვანი სპეციალისტებით რომელთათვისაც მთავარი საზრუნავი ადამიანი და მისი ჯანმრთელობაა!

თანამშრომლები

,,ციტოს გუნდს წარმოადგენს 200 მდე დასაქმებული კადრი,

  • ,,ციტო“ს ყველა თანამშრომლისთვის უფასოა სრული სამედიცინო მომსახურეობა, მათი ოჯახის წევრებისთვის კი ვრცელდება ფასდაკლებები.
  • რეგიონებში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ვასაქმებთ.
  • ,,ციტო“ თავის თანამშრომლებს მაქსიმალურად რთავს სოციალურ ღონისძებებში, ასევე აწყობს კორპორაციულ ღონისძებებს, კორპორაციული სულის ასამაღლებლად. ზემოთ აღნიშნული მხოლოდ დღესასწაულებს არ ემთხვევა და იმართება მძიმე გადატვირთული პერიოდების შემდეგაც, როცა თანამშრომელი საჭიროებს განტვირთვას და დასვენებას.
  • ,,ციტო“ ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და ხშირად მართავს „ტრეინინგებს“, დარგობრივ კონფერენციებს.
  • თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის კომპანიაში დაინერგა ინტრანეტი, მისი საშუალებით თანამშრომელბს მარტივად ახდენენ ერთმანეთთან კომუნიკაცის და იღებენ ინფორმაციას კომპანიის სიახლეებისა და კორპორაციული შეთავაზებების შესახებ რაც არც თუ ისე ცოტაა.
  • მოტივაციის ამაღლების მიზნით კომპანიაში დანერგილია პრემიის სისტემაც.
  • ,,ციტო“ ყველა თანამშრომლეს თანაბრად აძლევს განვითარებისა და წინსვლის საშუალებას.

საზოგადოება

სამედიცინო ცენტრი ,, ციტო“ საზოგადოების კეთილდღეობისთვის ხშირად ეწევა ქველმოქმედებას და მართავს სხვადასხვა სოციალური პროექტებსა.

მოქმედებს პროგრამა ,,+65“ რაც გულისხმობს 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის უფასო კონსულტაციას ოჯახის ექიმთან. რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და შენარჩუნების მიზნით.

,,ციტო“ს ბაზაზე გამოიცა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღანელო.

2002წელს გამოიცა წიგნი, სახელმძღვანელო კლინიკურ ბაქტერიოლოგიაში, რომლის ავტორია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ,,ციტო”ს მიკრობიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ქალბატონი მარიკა კერესელიძე. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ, მიკრობთა რეესტრში ახალი მიკრობების დარეგისტრირებამ საჭირო გახადა აღნიშნული სახემძღვანელოს ცვლილება. შედეგად  2012 და შემდეგ  2019 წელს პროფესორ გურამ კაციტაძის რედაქტორობით გამოიცა  განახლებული ვერსია.  აღნიშნული  სახელმღვანელო ეხმარება ყველა პრაქტიკოს ექიმსა თუ სტუდენტს თანამედროვე სტანდარტების გაცნობასა და პრაქტიკაში. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესბეული პირისათვის.

2003 წელს სამედიცინო ცენტრი ,,ციტო”ს კლნიკური მენეჯერის ნინო ბაკურაძისა და პროფესორ სერგო თაბაგარის ავტორობით გამოიცა წიგნი ,,ჰემოსტაზის ფუნქციონალური მდგომარეობის შეფასება ჰიპერკუაგულაციის დროს: მეთოდოლოგიური მიდგომები”.

2005 წელს გამოიცა წიგნი ,,ფიზიკური დატვირთვის ეკგ სინჯები” ექიმი კარდიოლოგი პროფესორ ზურაბ ფაღავას ავტორობით.

2006წელს  გამოიცა ,,ადამიანის ნაწლავის პროტოზოებზე ლაბორატორიული გამოკლევის მოკლე ცნობარი” გულიკო ნამორაძის ავტორობით.

სამედიცინო ცენტრში ,,ციტო“ გხვდებათ ლაბორატორიული კვლევების დიდი ნუსხა, საჭიროების შემთხვევაში კვლევები იგზავნება ჩვენს პარტნიორ ლაბორატორიაში  “TDL” ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

ჯანდაცვა უსაფრთხოება, გარემოს დაცვა

,,ციტო“ ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკაცის ISO 9001 მფლობელია.

,,ციტო“ს უკლებლივ ყველა ფილიალში მკაცრად დაცულია უსაფრთხოება, კონტროლდება სანიტარული ნორმების დაცვაც.

,,ციტო“ს ყველა თანამშრომელის ჯანმრთელობა დაზღვეულია.

,,ციტო“ს სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია შესაბამისი ტანისამოსითა და აღჭურვილობით.

პატნიორები

ჩვენ გვწამს გრძელვადიანი ურთიერთობების რომელიც დაფუძნებულია პროფესიოანლიზმზე და ნდობაზე.