ANAB

ANAB აღნიშნულ აკრედიტაციას გასცემს აშშ-ს სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტი (ANAB), რომელიც საგამოცდო/საკალიბრაციო ლაბორატორიებისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააკრედიტაციო ორგანოა.  სამედიცინო ცენტრმა ,,ციტო“-მ  ამერიკელ აუდიტორებთან ერთად წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის ,,ANAB”-ის სერთიფიცირების პროცესი და მიიღო ახალი ISO 15189:2015 სერთიფიკატი 2016 წელს. მას შემდეგ სამედიცინო ცენტრი ყოველ წელს გადის აუდიტს და ყოველ ორ წელში რესტერთიფიცირებას.

GAC

GAC   საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო– აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაცემული 15189- ხარისხის სერთიფიკატი. აკრედიტაცია არის შესაბამისობის შეფასების ორგანოს (შშო) კომპეტენციის ოფიციალური აღიარება. შესაბამისობის შეფასების ორგანოებს წარმოადგენენ, ლაბორატორიები (ტესტირების, საკალიბრებელი, სამედიცინო), ინსპექტირების ორგანოები და სერტიფიკაციის ორგანოები. საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს მიერ გაცემული 15189- ხარისხის სერთიფიკატი სამედიცინო ცენტრმა ,,ციტო” 2019 წელს მიიღო.

ISO

Certificate of Registration

სამედიცინო ცენტრი ,,ციტო” პირველი კლინიკური ლაბორატორიაა, რომელმაც 2005 წელს მიიღო ხარისხის მართვის საერთშორისო სერტიფიკატი ISO9001- ორგანიზაციის მენეჯმენტის კუთხით, ხოლო 2015 წელში  ISO15189-სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი. 2005 წლიდან ყოველ წელს წარმატებით გადის აუდიტის შემოწმობასა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ რესერთიფიცირების პროცესს.